სამწუხაროდ, პოლიცია ნელ-ნელა მილიციას ემსგავსება - შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი
სამართალი - 15:45, 29 Sep, 2015     6027
სკანდალურ ჩანაწერებს, სადაც პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებია ასახული, ერთდროულად ორი უწყება იკვლევს.

პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის 332-ე მუხლით დაიწყო, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

ბადაშვილის უწყების პარალელურად, შიდა მოკვლევას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციაც აწარმოებს.

პატრულის ყოფილი თანამშრომელი, გიორგი ბაბუნაშვილი კი, რომელიც ევროპაში პოლიტიკურ თავშესაფარს ელოდება, მორიგი სკანდალურ ჩანაწერების გავრცელებას აანონსებს.

ვიდეო-კადრებში კი, რომელიც ბაბუნაშვილმა შს სამინისტროდან წამოიღო ჩანს, როგორ სარგებლობენ მაღალჩინოსნების ნათესავები დარღვევის უფლების მიმნიჭებელი საშვებით.

ე.წ. "ნარუშილოვკა" საიდუმლო დოკუმენტია. ის უშუალოდ მინისტრის ბრძანებით გაიცემა და მისი გამოყენების უფლება მხოლოდ ოპერატიულ მუშაკებს აქვთ. ისიც მაშინ, როცა სპეციალური დავალების შესასრულებლად მიდიან.

ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, ლევან იზორიას ძმა ფიგურირებს. ბაბუნაშვილი აცხადებს, რომ იზორია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა. იზორიას ძმამ პოლიციას დარღვევის უფლების მიმნიჭებელი საშვი მიაწოდა, რომლის საფუძველზეც პატრული იძულებული გახდა ის გაეშვა.

საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, გიორგი ბაბუნაშვილი ეკა ყურშიტაშვილის საქმეზეც საუბრობს და ამბობს, რომ დავით ცინარიძემ პირადად უთხრა, რომ ეკა ყურშიტაშვილს მათთვის სასარგებლო ინფორმაციები მიჰქონდა, ამიტომაც არ აჯარიმებდნენ.

გიორგი ბაბუნაშვილის დასახელებული პირებიდან ერთ-ერთი დავით ცინარიძე მედიას გაურბის. ლევან იზორიამ დღეს ძალიან მოკლე განცხადება გააკეთა და თქვა: „გამოძიება დაწყებულია და ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებთ“.

„ნიუპოსტი“ შს სამინისტროს სკანდალზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, შოთა უტიაშვილს ესაუბრა.

უტიაშვილი აცხადებს, რომ შს მინისტრი ტყუის, როცა აცხადებს, რომ ე.წ. "ნარუშილოვკა" 2009 წლიდან გაიცემოდა.

„ეს არის ტყუილი, დარღვევის უფლების მიმნიჭებელი საშვები გაიცემოდა წინა ხელისუფლებისა და შევარდნაძის ხელისუფლების დროსაც”- განაცხადა „ნიუპოსტთან“ შოთა უტიაშვილმა.

-რა არის ე.წ "ნარუშილოვკა" და რა შემთხვევაში გაიცემა ეს დოკუმენტი?

- ე.წ. "ნარუშილოვკა" საიდუმლო დოკუმენტია. ის უშუალოდ მინისტრის ბრძანებით გაიცემა და მისი გამოყენების უფლება მხოლოდ ოპერატიულ მუშაკებს აქვთ. ისიც მაშინ, როცა სპეციალური დავალების შესასრულებლად მიდიან. დარღვევის უფლების მიმნიჭებელი საშვებით სარგებლობა შსს-ს თანამშრომლებს მხოლოდ დროებით, ოპერატიული ღონისძიების ჩატარების დროს შეუძლიათ. საიდუმლო საბუთის მფლობელი სარგებლობს განსაკუთრებული პრივილეგიებით. ეს არის საიდუმლო საბუთი, ასევე გასაიდუმლოებულია, ვინ არის მფლობელი. საბუთის გამოყენების წესს მინისტრის სპეციალური ბრძანება ადგენს, მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ ოპერატიული ღონისძიების გატარების დროს. საბუთის მუდმივი მფლობელი ვერ იქნება ვერავინ. ის გადმოგეცემათ მხოლოდ ოპერაციის ჩატარების ფარგლებში.

- ეს საბუთი მხოლოდ შს სამინისტროს თანამშრომლებზე გაიცემა?

- საბუთი არ შეიძლება გადაეცეს ნათესავს, ახლობელს, მეგობარ გოგონას, რადგან მაგალითად, თუ, პოლიციელი, მესაზღვრე გააჩერეებს ამ საბუთის მფლობელს, ვალდებულია, გაატაროს, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს და რა ტვირთიც არ უნდა გადაჰქონდეს. ამ საბუთის პირადი მიზნებისთვის გამოყენება და მით უფრო ნათესავებისთვის გადაცემა სისიხლის სამართლის დანაშაულია.

- შესაძლებელია თუ არა გამოძიება ალექსაბდრე ჭიკაიძით დაინტერესდეს, რადგან ვიდეოს გადაღების მომენტში შს მინისტრი სწორედ ჭიკაიძე იყო?

- მინისტრი იზორიას ძმას კი არ აძლევს საბუთს, მინისტრი ამბობს, რომ გამოვუშვათ, გარკვეული რაოდენობის ბარათი, მას არც სახელი და არც გვარი არ აწერია, მარტო ნომერი წერია. მერე კი, მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსები წყვეტენ, თავიანთ დეპარტამენტში ვის, როდის გადასცემენ.

- ლევან იზორიამ მისცა თავის ძმას დარღვევის უფლების მიმნიჭებელი საშვი?

- ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს...

- იმ პერიოდში, როცა თქვენ შს სამინისტროში მუშაობდით, სარგებლობდნენ თუ არა ე.წ "ნარუშილოვკით" საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, შს სამინისტროს მაღალჩინოსანთა ახლობლები, ან თუ გამოგივლენიათ მსგავსი ფაქტი?

- მსგავს ფაქტს არასდროს ჰქონია ადგილი, არც არავინ გამოგივლენია. არც ადრე გამიგია მსგავსი ფაქტის შესახებ.

- ზოგადად როგორ შეაფასებდით პოლიციაში მიმდინარე პროცესებს?

- გაავსეს პოლიცია ნათესავებით, მეგობრებით. მათთვის პოლიციაში კადრების ჩანაცვლება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ მათ ჰგონიათ - თუ პოლიციას აკონტროლებ, ე,ი ქვეყანას აკონტროლებ. სამწუხაროდ, პოლიცია ნელ-ნელა მილიციას ემსგავსება. ძალიან ცუდი რაღაცები მოხდა, შედეგს ვხდავთ. მსგავსი სკანდალებით, მოუგვარებელი პრობლემებით, კი მივიღეთ ინსტიტუტის დასუსტება.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42