პატრულის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციაზე მოკლე კომენტარს აკეთებს სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან იზორია.
მისი თქმით, ყველა კითხვას პასუხი გამოძიების დასრულების შემდეგ გაეცემა.
„გამოძიება დაწყებულია და ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა გიორგი ბაბუნაშვილმა ერთ-ერთი სკანდალური ჩანაწერის შემდეგ საქართველო დატოვა და ახლა ევროპაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.
გამგზავრებამდე მან შინაგან საქმეთა სამინსიტროს მაღალჩინოსნების წინააღდეგ კომპრომატები ჟურნალისეტებს დაუტოვა და მისი გავრცელება სთხოვა.
ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერის მთავარი გმირი სახელმიწფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის მოადგილის ლევან იზორია ძმაა. ყოფილი პოლიციელის ინფორმაციით, იზორიას ძმა ე.წ. "ნარუშილოვკით" გადაადგილდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






