18 სექტემბერს, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის“ უფლებამოსილი პირის მიერ შპს „საქართველოს ფოსტის“ საბაჟო საწყობში სკანირების განხორციელების დროს გზავნილში, რომლის მიმღებია ფიზიკური პირი მ.დ., აღმოჩენილ იქნა ჩემოდანში განთავსებული არადეკლარირებული ოქროს საათისამაჯურითდა ოქროს ბეჭდები. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 5664,96 ლარი.საქმე შემდგომი რეაგირების მიზნითგადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
ასევე არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს მებაჟე ოფიცრებმა 27 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“. რუსეთის მოქალაქე ნ.ვ.-ის კუთვნილი ზურგჩანთის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად მათ 114,09 გრამიოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს.საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 3065,73 ლარი.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3065,73 ლარის ოდენობით.
მასალის გამოყენების პირობები






