ყოფილი პოლიციელის სკანდალური აღიარება - შსს განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 18:56, 28 Sep, 2015     5046

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატრულის ყოფილი თანამშრომლის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის საფუძველზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„2015 წლის 28 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით 27 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდება რაიმე სახის გადაცდომა, გენერალური ინსპექცია შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება პროკურატურამაც დაიწყო.

„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 28 სექტემბერს ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ს 332-ე მუხლით“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა გიორგი ბაბუნაშვილმა ერთ-ერთი სკანდალური ჩანაწერის შემდეგ საქართველო დატოვა და ახლა ევროპაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.

გამგზავრებამდე მან შინაგან საქმეთა სამინსიტროს მაღალჩინოსნების წინააღდეგ კომპრომატები ჟურნალისეტებს დაუტოვა და მისი გავრცელება სთხოვა.

ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერის მთავარი გმირი სახელმიწფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის მოადგილის ლევან იზორია ძმაა.

მეხსიერების ბარათი, რომელიც პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა გაზეთ ქრონიკა +-ისა და სააგენტო ტაიემრის ჟურნალისტებს გადასცა იმ სკანდლური მასალების მხოლოდ ერთ ნაწილს შეიცავს, რომელიც გიორგი ბაბუნაშვილმა პოლიციაში მუშაობის დროს გადაიღო და შეინახა. სკანდალურ ვიდეოინტერვიუში პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ყვება, როგორ იყენებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები საპატრულო პოლიციას პირადი მიზნებისთვის და ნათესავების ქორწილიდან გამოსული ნასვამი მძღოლების სახლამდე საპატრულო ეკიპაჟებით მიციელბას აიძულებდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42