მოდელირებული ექსპერიმენტი აცდენილია რეალურ გარემოს - ადვოკატი
სამართალი - 17:56, 28 Sep, 2015     1628

„დღეს დაკითხული ექსპერტის დასკვნა მთლიანად მოდელირებულ ექპერიმენტზეა აგებული და ის რეალურ გარემოსა და რეალურ დროში არ არის ჩატარებული“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაცვის მხარის ადვოკატმა დავით ხაჟალიამ ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„ექსპერტის დასკვნის მიმართ კითხვის ნიშნები ჩნდება. მისი დასკვნა ეწინააღმდეგება აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით წინა გამოძიებაში გაცემულ დასკვნებს. ამასთან, ექპერტის ეს ჩვენება - დასკვნა იმას კი არ ადასტურებს, რომ ვაზაგაშვილის მანქანიდან გასროლა არ ყოფილა, არამედ ბრალდებას იდეაში იქითკენ მიჰყავს, რომ ამ გარემოებაში ტყვია აღნიშნულ ავტომობილს ვერ მოხვდებოდა. ის, რომ გასროლა არ ყოფილა ამას ვერც ექპერტი და ვერც მისი დასკვნა ვერ დაადასტურებს.

დღეს ბრალდების მხარემ მოწმეების ჩვენებების გამოქვეყნება გადაწყვიტა. ერთ-ერთი იყო სულავას ჩვენება, რომლის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდა. კერძოდ, მას საზღვარი ზედიზედ ორჯერ აქვს გადაკვეთილი, ისე, რომ უკან დაბრუნებული არ არის, რაც მოსამართლისთვის საეჭვო გარემოება გახდა. მოსამართლემ ამასთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მოითხოვა, რადგან შემდგომ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს.

დღეს, ასევე გამოქვეყნდა ედუარდ სინდოიანის ჩვენება, რომელიც მან უკრაინის ერთ-ერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისცა. ჩვენებაში ის აღნიშნავს, რომ სასამართლოზე მის მიერ მიცემული ჩვენება ზეგავლენისა და ზემოქმედების შედეგი იყო. ეს არ შეესაბამება რეალობას, რადგან ჩვენ მისი ადვოკატი დავკითხეთ. რომელმაც სასამართლოს განუცხადა, რომ აღნიშნულ საქმეში ის მეორე დღესვე ჩაერთო. ადვოკატის ჩართვის მომენტიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირზე არანაირი ზემოქმედება, ზეგავლენა ან მუქარა არ ყოფილა. ჩვენ არ გამოგვიკვლევია, მაგრამ გამოვიკვლევთ ფირს, სადაც ჩაწერილია და სასამართლოს მიერ დაკანონებულია ედუარდ სინდოიანისა და გიორგი ცააძის საუბარი. კადრებში ჩანს, რომ ამ საუბარს პოლიციის სხვა თანამშრომლებიც ესწრებოდნენ. ჩვენ ის თანამშრომლები მოწმეთა სიაში გვყავს შეყვანილი, დავკითხავთ მათ და დადასტურდება, რომ ედუარდ სინდოიანზე არანაირი ზემოქმედება არ ყოფილა. რაც შეეხება მოწმე კახა სირაძეს, მისი ჩვენება არანაირ ფაქტობრივ გარემოებებს არ ეხება. იგი მხოლოდ ზოგად ინფორმაციას მოიცავს. ჩვენ ალბათ შევძლებთ და კახა სირაძეს სასამართლო სხდომაზე დავკითხავთ“ - განაცხადა დავით ხაჟალიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42