"მეზობლები მავიწროებდნენ და ამიტომ დავხოცეო" - მუხიანში მომხდარი მკვლელობის დეტალები
სამართალი - 10:39, 28 Sep, 2015     15583

25 სექტემბრის საღამოს მუხიანში რამდენიმე გასროლა გაისმა. ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის წინ ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით ორი მამაკაცის ცხედარი ეგდო.

ინციდენტს თვითმხილველები ჰყავს. ერთ-ერთმა მობინადრემ სადარბაზოსთან მეზობელი, 60 წლის შოთა მამულაშვილი ხელში "მაკაროვით" შენიშნა მოახერხა და იარაღი წაართვა, მამულაშვილი კი გაიქცა. ეზოში მიმოფანტული იყო ერთ-ერთი მოკლულის, 63 წლის რევაზ ბურჭულაძის პროდუქტები. მან ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე ჯიხურში სურსათი შეიძინა და როცა სადარბაზოში უნდა შესულიყო, მოულოდნელად ესროლეს. ამ დროს ეზოში 46 წლის ნუგზარ ავლახაშვილიც იდგა. მკვლელმა ჯერ რეზო ბურჭულაძეს ესროლა, შემდეგ კი ნუგზარ ავლახაშვილს.

იმავე საღამოს შოთა მამულაშვილი პოლიციას ჩაჰბარდა და ორი კაცის მკვლელობა აღიარა. არსებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებული ნასვამი იყო. ორი წლის წინ მამულაშვილს ბინა გაუყიდია და მას მერე პირველ სართულზე, ლოგინად ჩავარდნილი მარტოხელა მოხუცის, რეზო ტაბატაძის ბინაში მდგმურად ცხოვრობდა.

რეზო ტაბატაძე: - არ ვიცი, რატომ მოკლა ბიჭები, არადა, ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ. შოთა ჩემს ბინაში ცხოვრობდა მდგმურად. მარტოხელაა, ცოლ-შვილი არა ჰყავს. ძმა აქვე, დუმბაძეზე ცხოვრობს. შოთამ ბინა რომ გაყიდა, ქუჩაში დარჩა და მაშინ მითხრა, ორი თვე იქნებ შენთან მაცხოვროო. მას შემდეგ ორ წელზე მეტია, ჩემთან ცხოვრობს... გარდაცვლილი და ის ორი წლის წინ სუფრასთან წაკამათდნენ, მაშინ გამწარებული იმუქრებოდა, აუცილებლად მოვკლავ რეზო ბურჭულაძესო. მერე ჩაწყნარდა სიტუაცია. ახლა რა მოხდა, ვერ გამიგია. მის ხელში იარაღიც არასოდეს შემინიშნავს. უთქვამს, მავიწროებდნენ და ამიტომ დავხოცეო. ტყუილია, არავინაც არ ავიწროებდა.


მასალა ვრცლად იხილეთ ბმულზე: "კვირის პალიტრა"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42