ანაკლიაში პატრულის ასმეთაურის გიორგი სოსელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც „ნიუპოსტს“ გარდაცვლილის ოჯახის ახლობლებმა განუცხადეს, სოსელიას ტელეფონიდან ძმაკაცთან მოკლე ტექსტური შეტყობინება გაიგზავნა, სადაც წერდა, რომ „მის ცხოვრებას აზრი აღარ აქვს“.
თუმცა ოჯახის ახლობლები ვარაუდობენ, რომ მესიჯი სოსელიას გარდაცვალების შემდეგ შეგნებულად გააგზავნეს იმისთვის, რომ მომხდარი თვითმკვლელობად გასაღებულიყო.
ოჯახის წევრები თვითმკვლელობას გამორიცხავენ და მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ. მათი თქმით, გიორგი სოსელიას თავის მოკვლის მიზეზი არ ჰქონდა.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილი სოსელიას ცხედარი გამვლელმა იპოვა. სავარაუდოდ მას ჭრილობა გულმკერდის არეში ტაბელური იარაღით აქვს მიყენებული.
შეგახსენებთ, შემთხვევა ანაკლიაში გუშინ მოხდა. სოსელიას ცხედარი ჭურიას ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






