მოშიმშილე მსჯავრდებულებთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 21:38, 25 Sep, 2015     1752
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ მსჯავრდებულების გ.ო.-ს და შ.რ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც საქმის ხელახალი გადახედვის მოთხოვნით 11 დღეა შიმშილობენ, დამაკმაყოფილებელია. ორივე მათგანი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მსჯავრდებულები შიმშლობის შეწყვეტას ხვალ გეგმავენ.

გ.ო. და შ.რ-ს ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტის წინ გამართეს. ისინი საქმის გადახედვას და მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მსჯავრდებულ შ.რ.-ის საქმის განხილვას 5 ოქტომბრამდე დაიწყებს. რაც შეეხება მსჯავრდებულ გ.ო.-ს, მისი პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი 2017 წლის 30 მარტიდან განიხილება, რადგან მსჯავრდებული 2012 წლის 3 დეკემბრამდე უკვე იყო ნასამართლევი საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე და 187 მუხლის პირველი ნაწილით და მას დაემატა წინა განაჩენით მოუხდელი სასჯელი 4 წლის, 11 თვის და 26 დღის სახით.

გ.ო. და შ.რ. მსჯავრდებულები არიან 06.07.2012 წლის ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის(ყაჩაღობა).

მსჯავრდებული გ.ო. და შ.რ. 2011 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. ისინი სასჯელს ქსნის #15 დაწესებულებაში იხდიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42