პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ოზურგეთში სამი პირი დააკავეს
სამართალი - 21:32, 25 Sep, 2015     2476

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი: 1980 წელს დაბადებული დავით ბ, 1983 წელს დაბადებული ჯაბა ლ. და 1979 წელს დაბადებული დავით მ. ჯგუფის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობის ფაქტზე დააკავეს.

ოზურგეთში, აკაკის ქუჩაზე, პოლიციის ავტომანქანას ქვეითად მოძრავმა სამმა პირმა გზა გადაუჭრა და მოძრაობის საშუალება არ მისცა. ავტომანქანიდან გადმოსულმა სამართალდამცველმა ბრალდებულებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რასაც ისინი არ დაემორჩილნენ. დავით ბ-მ, ჯაბა ლ-მ და დავით მ-მ სამართალდამცველს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციელმა თავდაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისულმა ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ინციდენტში მონაწილე სამივე პირი ადგილზე დააკავეს.
გამოძიება ჯგუფის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42