"ახლო მანძილიდან გასროლა არ ყოფილა" - ექსპერტების ჩვენება ე.წ. კორტების საქმეზე
სამართალი - 16:30, 25 Sep, 2015     2937

ე. წ. „კორტების სპეცოპერაციის“ საქმის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს სამი ექსპერტი ჰყავდა წარმოდგენილი. მათ შორის ექსპერტი მაია გოგიტაური, რომელმაც სასამართლო სამედიცინო ექპერტიზა უშუალოდ ჩაუტარა ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის გვამებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაცვის მხარის ადვოკატმა დავით ხაჟალიამ განუცხადა.

„მაია გოგიტაურმა ცალსახად აღნიშნა, რომ ვაზაგაშვილის სხეულის იმ ადგილებში, სადაც შესაძლოა ყოფილიყო ახლო მანძილიდან სროლისათვის დამახასიათებელი კვალი ვერ იქნა აღმოჩენილი. ამასთან, ჩვენ მანამდე დავკითხეთ ექსპერტები, რომლებმაც გამოიკვლიეს ხუბულოვისა და ვაზაგაშვილის ტანსაცმელი. მათი განმარტებით, ტანსაცმელზე ასევე ვერ იქნა აღმოჩენილი ახლო მანძილიდან სროლისათვის დამახასიათებელი დამატებითი კვალი. გამომდინარე აქედან, ჩვენ ცალსახად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ახლო მანძლიდან გასროლა არ ყოფილა.

რაც შეეხება მაია ნიკოლეიშვილს, რომელიც დასკვნაში წერს, რომ ეს დაზიანებები ახლო მანძილიდან გასროლას უნდა გამოეწვია ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისი ვარაუდი, იმდენად, რამდენადაც ის ეწინააღმდეგება იმ ექპერტების დასკვნებს, რომლებაც უშუალოდ მოახდინეს გამოკვლევა. ნიკოლეიშვილმა კი გამოკვლევა, მხოლოდ საქმის მასალებით, ფოტოსურათებით აწარმოა. ის არ ყოფილა ექპერტიზის უშუალო მონაწილე, შესაბამისად მისი დასკვნა არ შეიძლება იყოს უფრო მყარი, ვიდრე იმ ექსპერტების, ვინც უშუალოდ გამოკვლევებს აწარმოებდნენ. ჩვენს კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ვაზაგაშვილისათვის დაზიანებულ მიდამოებში ახლო მანძილიდან სროლისათვის დამახასიათებელი კვლების არსებობა არარსებობას, ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რომ არ იცის და ამ ნაწილში სასამართლო სამედიცინო ექსპერტის დასკვნას ენდობა. ექსპერტმა გოგიტაურმა ცალსახად განმარტა, რომ ასეთი კვლები სხეულზე ნანახი ვერ იქნა, ვერ იქნა ნანახი იმ ადგილებშიც, რომელიც ტანსაცმლით არ იყო დაფარული. გამომდინარე აქედან, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ იმ ექსპერტების დასკვნებს, რომლებმაც გამოკვლევა კვლევის ობიექტზე უშუალოდ ჩაატარეს და არა შემდეგ ამ ექსპერტების დასკვნების რევიზიას.

რაც შეეხება მესამე ექსპერტს, მისი დაკითხვა არ დაგვისრულებია, დაკითხვა შემდეგ სასამართლო სხდომაზე გაგრძელდება. მისი ჩვენების საბოლოო შეფასება ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი“- განაცხადა დავით ხაჟალიამ.

ე. წ. „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე მოდმდევნო სასამართლო სხდომა 28 ოქტომბერს, 11:00 საათზეა ჩანიშნული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42