საქალაქო სასამართლოში თემურ ჯანაშიას და მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინაროებს. სასამართლო მტკიცებულებათა დასაშვებობაზე მსჯელებს. პროკურატურის ინფორმაციით, დაცვის მხარემ მტკიცებულებები კანონდარღვევით მოიპოვა, რის გამო წარმოდგენილი დოკუმენტაცია დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი.
განსხვავებული პოზიცია აქვს დაცვის მხარეს. ისინი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.
„არ არსებობს ისეთი მტკიცებულება, რომელიც ჩემს დანაშაულს მოწმობს. პროცესის გაჭიანურება ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება მეტ ხანს მქონდეს ის შეზღუდვები, რაც დააწესეს წინასასამართლო სხდომამდე“, - განმარტა ბრალდებულმა თემურ ჯანაშიამ.
გამოძიება მიხეილ სააკაშვილს და თემურ ჯანაშიას საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ედავება - საუბარია სამივლინებო ხარჯებზე და პრეზიდენტის ტანსაცმელის შეძენაზე.
მასალის გამოყენების პირობები






