ეროვნული არქივის თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა
სამართალი - 12:08, 25 Sep, 2015     4016

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ეროვნული არქივის თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„2015 წლის 7 ივლისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის ფაქტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზუგდიდის ადგილობრივ არქივში დაცულ საკომლო წიგნში არქივის მთავარმა სპეციალისტმა (ი. ლ.- მ) მისი მეუღლის კომლზე რიცხული მიწის ნაკვეთის შესახებ მონაცემები საწერი კალმით გადაასწორა: ზემოხსენებული კომლის შესახებ მონაცემებში, ნაცვლად 0.35 ჰექტარისა, დააფიქსირა 0.85 ჰა, რის საფუძველზეც მისი მეუღლის საკუთრებაში უკანონოდ მოხდა ორი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება.

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ეროვნული არქივის მთავარი სპეციალისტი (ი. ლ.) სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის ფაქტზე მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, დანაშაული გათვალისწინებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 341-ე მუხლის პირველი ნაწილით.

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეზე აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42