ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში, შანიძეების საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 85 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც შანიძეების მეზობლები აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა გამოძახებიდან მაქსიმალურად სწრაფად მოახერხეს ადგილზე მისვლა, ხანძრის კერის სიმძლავრიდან გამომდინარე, მოხუცის სახლიდან გამოყვანა ვერ შეძლეს.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
„ეს პიროვნება ავად იყო, ხშირად ითიშებოდა და ამიტომ მასთან შვილი და შვილიშვილი იყო. ღამის 4 საათზე დამწვრის სუნმა გამოაღვიძათ. რომ ჩამოვიდნენ ქვემოთ, პირველ სართულზე, ცეცხლი მთლიანად მოდებული იყო სახლში. მოხუცის გამოყვანა შეუძლებელი იყო. მხოლოდ ძვალი ვიპოვეთ და ნაწლავები. ოჯახის მამაკაცი მთლიანად დამწვარი იყო. ღამის გასათევიც აღარ აქვთ. გამგეობიდან იყვნენ მოსულები და დაპირდნენ დახმარებას. გარდაცვლილის შვილმა მოასწრო გარეთ გამოსვლა და ბავშვის გამოყვანა, თორემ ისინიც დაიწვებოდნენ“, - აცხადებს დაზარალებულების ახლობელი, ხათუნა ნაკაშიძე.
თეა იოსელიანი, გურია

მასალის გამოყენების პირობები






