დილით 7 საათზე ბათუმიდან-თბილისის მიმართულებით მიმავალი მიკროავტობუსი, რომელიც სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ბოძს შეეჯახა.
არიან დაშავებულები. რომელთა ნაწილი ლანჩხუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თვითმხილველების განცხადებით, მიკროავტობუსში მყოფი ერთი მგზავრის მდგომარეობა მძიმეა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამტრედიის საავადმყოფოში გადაიყვანა. დანარჩენები შედარებით მსუბუქად არიან დაშავებულები.
ლანჩხუთის "მედალფას" ცევტრის წარმომადგენელთა განცხადებით, დაშავებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. მათივე ცნობით დაშავებული შვიდი მგზავრიდან, ერთს ხელი აქვს მოტეხილი, დანარჩენებს, რაიმე სერიოზული სახის დაზიანებები და მოტეხილობები არ აღენიშნებათ.
ფოტო არქივიდან.
მასალის გამოყენების პირობები






