"ვწერ ამ წერილს და აქვე ვაპირებ სუიციდს..." - 23 წლის იუმორისტის თვითმკვლელობის დეტალები
შემთხვევა - 18:23, 11 Sep, 2015     39322
„არ გაპატიებ მარტო რომ დამტოვე, მოვალ და გისაყვედურებ“, - ეს სიტყვები თქვა 23 წლის ზუკა კოკაიამ, ბავშვობის მეგობრის გასვენებაში.

ბაჩანა აბრალავას თვითმკვლელობიდან 5 წლისა და 5 თვის თავზე თსუ-ს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრი გუშინ მაღლივის ხიდიდან გადახტა.

მანამდე კი სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი განათავსა, სადაც მეგობარზე და საყვარელ ქალზე წერს:

„ვინც კარგად მიცნობს ,იცის თუ რამდენს ნიშნავდა ჩემთვის ბაჩო და რა რთულად (ჯერაც ვერ) გადავიტანე მისი სუიციდი ..

ბაჩომ თავისი საქციელით მე პირადად წამართვა მომავალი, რადგან აწყობილი, დალაგებული და გათვლილი თუ მქონდა რამე, მასთან ერთდ მხოლოდ..

არ მინდა იმის თქმა რომ პლიუსი უნდა მოძებნოთ ჩემს საქციელში როგორც მე ვიპოვე ბაჩოში, რადგან ბაჩოს ჯერაც არ ვპატიობ ჩემს მიტოვებას..

მისი წასვლის შემდეგ მეც რომ გამიმძაფრდა სუიციდის სურვილი ზოგისთვის აშკარა,ზოგისთვის კიდევ შეუმჩნეველი იყო ,მაგრამ მთავარი ისაა, რომ მქონდა ამის სურვილი და დღემდე მომყვა, აი ამას კი იმიტომ ვწერ, რომ გადამოწმება თუ ვინმე ჭორიკანას დასჭირდა ადვილია , ადვილია და მოდი გადაამოწმეთ სანამ ჩირქს მოსცხებთ ჯესსიკას..

ნამდვილად არ მინდა ის გამოიაროს, რაც ბაჩოს მარიამმა, როცა სუიციდი მას დაბრალდა, უბრალოდ რამდენად "მცირე" უნდა იყო, რომ იფიქრო გოგოს გამო ჩაიდინა სუიციდიო ?!

ბაჩოს უყვარდა თქმა იტალიაში ქალს და ტრავმაის არ ელოდებიანო...“,- დაწერა სუიციდამდე ცოტა ხნით ადრე 23 წლის ზუკამ, რომლის რადიკალურ გადაწყვეტილების დაჯერება უჭირთ გარდაცვლილის ახლობლებს და მათ შორის ოჯახის წევრებსაც.

გარდაცვლილის მეგობრები „ნიუპოსტთან“ საუბარში აცხადებენ, რომ ბიჭი ზუგდიდიდან დედაქალაქში ახალი იმედებით და გამოწვევებით ჩავიდა, არასდროს ახსენებდა სიკვდილს, თუმცა მასზე ბევრს ლაპარაკობდა.

ერთ-ერთი მეგობრის განცხადებით, ზუკას ფილმ „მაიტა ნასოსი 2“- ში უნდა ეთამაშა.

„ყოველ მხრივ ნიჭიერი იყო, უბანში მოჩხუბარ ბიჭებს არიგებდა, ბავშვებს სწავლისკენ მოუწოდებდა, მოხუცებს ოპტიმისმს უსახავდა, მისი საყვარელი სიტყვები დაწერა პოსტში: „გჯეროდეთ, რომ "ჰეპი ენდი" არსებობს, გწამდეთ რომ ცხოვრება მშვენიერია...“ შენ ხომ ცხოვრება გიყვარდა ზუკა, რატომ გახდი ასეთი რადიკალური?“,- ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.

„ნიუპოსტი“ ზუკა კოკაიას ბიძაშვილს ლანა ბაგათელის ესაუბრა.

„ჩემი ზუკა რამდენიმე საათია ჩამოასვენეს, მიჭირს, მტკივა... სიკვდილზე ოჯახის წევრებთან არასდროს უსაუბრია, ამბობენ მეგობრებთან ხშირად ახსენებდა სიკვდილს ჩემთან იყო მხიარული ზუკა, რომელიც ყველაფერში კომპეტენტური იყო, ცხოვრება ესმოდა და უყვარდა კიდეც, რა გარემოებამ მიიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე არ ვიცი ალბათ, ყველაფერი ერთად დაუგროვდა. ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ახსენებდა გარდაცვლილ ძმაკაცს - ბაჩოს. იმასაც ამბობდა თურმე რომ ფიქრი ძალიან გადააჭარბა.

სოციალურ ქსელში წერდა კიდეც: "უშენოდ უფრო აუტანელი ხდება, ვიდრე პირველ სასოწარკვეთილ დღეებში. მიყვარხარ, მიყვარდი და მეყვარები.

ვამაყობ რომ ჩვენ ისევ ვძაკაცობთ და მეხმარები სიკვდილის შემდეგაც ... მახსოვხარ."

- ამბობენ შეყვარებულს ახლახან დაშორდაო

- ჯესიკას (გარდაცვლილის შეყვარებული ავტ.) საკუთარი სურვილით დაშორდა...

- რას ამბობს მრეგობარი, ვისთანაც ზუკა სუიციდამდე იმყოფებოდა...

- ლაშამ არაფერი იცის, ზუკამ დატოვა პოსტი და წავიდა... იხსენებს, რომ ერთად ყოფნის დროს კარგ ხასიათზე იყო

პ.ს: ზუკა კოკაიას მიერ ნახსენები ბავშვობის მეგობარი ბაჩო აბრალავაა, 18 წლის სტუდენტი 2010 წლის 20 აპრილს თსუ-ს მე-5 კორპუსის სახურავიდან გადმოხტა.

პირველ კურსელი აბრალავა ზუკა კოკაიას მსგავსად ლექსების წერით იყო გატაცებული.

5 წლის წინ გაჟღერდა ვერსია, რომ ბაჩო აბრალავას ჰყავდა შეყვარებული, რომელთან დაშორების შემდეგ მიმართა სუიციდს.

დავით ჯაბაშვილი






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42