თვითმკვლელობის მიზნით ახალგაზრდა ქალი მტკვარში გადახტა
შემთხვევა - 12:25, 09 Sep, 2015     5265
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში მოქალაქემ დარეკა და ოპერატორს შეატყობინა, რომ მცხეთაში იმყოფებოდა და მდინარე მტკვარში თვითმკვლელობის მიზნით გადახტომას აპირებდა. ოპერატორმა მოქალაქესთან საუბარი განაგრძო და ამშვიდებდა მას, რა დროსაც მეორე ოპერატორმა აღნიშნული შეტყობინების შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს აცნობა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს 704-ე ეკიპაჟის პატრულ-ინსპექტორები - გიორგი ხაბალაშვილი და გიორგი ლეჟავა შეტყობინების მიღებისთანავე მითითებულ ადგილზე გამოცხადდნენ. 1985 წელს დაბადებული მარინა ჭ. პოლიციელების დანახვისთანავე მდინარე მტკვარში გადახტა, რაზეც ორივე პატრულ-ინსპექტორმა ოპერატიულად მოხდინა რეაგირება და ქალბატონის საშველად მდინარეში გადახტნენ. პატრულებმა წყლიდან ამოიყვანეს უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალბატონი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მცხეთაში, საავადმყოფოში გადაიყვანა. მარინა ჭ-ს საავადმყოფოში მიყვანისთანავე გაეწია გადაუდებელი დახმარება. ამ დროისთვის მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42