გაუჩინარებული 14 წლის მოზარდის მშობლები დახმარებას ითხოვენ
შემთხვევა - 15:40, 05 Sep, 2015     8894

ლურსმანიშვილები 14 წლის შვილს ერთი კვირაა უშედეგოდ ეძებენ. მოქალაქე დავით ლურსმანიშილმა "ნიუპოსტის" რედაქციაში დარეკა და მისი შვილის, დავით ლურსმანიშვილის დაკარგვის შესახებ გვამცნო. დაკარგულის მამა ამბობს, რომ მოზარდი სახლიდან 29 აგვისტოს გავიდა და მას შემდეგ შინ არ დაბრუნებულა.

ბიჭი ბოლოს, რუსთავში, ინტერნეტკაფეში დაახლობით 23:10 საათზე ნახეს, მან დაწესებულებაში ერთი საათი დაჰყო. დავით ლურსმანიშვილი „ჯეობეთში“ (ინეტრნეტკაფეს დასახელება) მარტო იმყოფებოდა და შენობაც მარტომ დატოვა.

მე-9 კლასის მოსწავლე მშობლებთან და უმცროს ძმასთან ერთად რუსთავში ცხოვრობს. როგორც ლურსმანიშვილები ამბობენ, მოზარდი ხშირად გადიოდა სახლიდან და მეგობართან ერთად რჩებოდა, თუმცა არა ამდენი ხნით.

„29 აგვისტოს დედამისისთვის 1 ლარი გამოურთმევია და რუსთავში ინტერნეტკაფეში წასულა. „ჯეობეთში“ ხშირად დადიოდა. იმ საღამოს სახლში აღარ მოსულა. დათო ადრეც მიდიოდა ხოლმე სახლიდან, თუმცა 2-3 დღეში უკან ბრუნდებოდა, სოფელში, ხარაგაულის რაიონშიც დავრეკე და ყველგან, სადაც შეიძლებოდა, მოვიკითხე, თუმცა, შვილს ვერ მივაგენი. გთხოვთ მაპოვნინეთ" – გვითხრა გოჩა ლურსმანაშვილმა.

დაკარგულის მამის განცხადებით, მოზარდს თან პირადი მობილური არ წაუღია. ამასთან გოჩა ლურსმანიშვილი ოჯახში რაიმე სახის კონფლიქტს გამორიცხავს.

"სახლიდან ადრეც მიდიოდა, თუმცა ეს იმის გამო არ ხდებოდა რომ მას ჩვენთან კონფლიქტი ჰქონდა, უბრალოდ მეგობართან რჩებოდა. ბოლო ორი თვეა კალაპოტში ჩაჯდა და შინ ადრე მოდიოდა" - დასძინა 14 წლის მოზარდის მამამ.

დაკარგულის დედა კი ჩვენთან საუბრისას დავით ლურსმანიშვილის ჩაცმულობას აღწერს:

"29 აგვისტოს ჩემს შვილს შავი პერანგი ეცვა, რომელსაც წინ ლურჯი ზოლები დაჰყვება, ეხურა შავი ფერის ქუდი, ლურჯი შარვალი და ლურჯი კეტები ეცვა",- განუცხადა "ნიუპოსტს" მოზარდის დედამ

დავით ლურსმანიშვილის სამძებრო ღონისძიებებში შინაგან საქმეთა სამინსიტროც ჩაერთო.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართლამდაცველები მოზარდს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეძებენ.

ფოტოზე გამოსახულია დავით ლურსმანაშვილი, თუ გეცნობათ ან გაგაჩნიათ მოზარდის შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია დარეკეთ ნომერზე: – 595 221436.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42