რატომ მოიკლა თავი 23 წლის ჯარისკაცმა? - რიგითმა წერილი დატოვა
შემთხვევა - 16:51, 01 Sep, 2015     22343

„ნორიოს“ საწვრთნელი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი რიგითის ვინაობა ცნობილია. „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, დღეს დილით, 06:50 სთ-ზე „ნორიოს“ საწვრთნელი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნი ახალგაზრდას ცხედარი 23 წლის ტარიელ ფანჩულიძეს ეკუთვნის.

თავადაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, რიგითმა საშტატო იარაღიდან გასროლით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია წერილი.

„ნიუპოსტი“ მომხადარის შესახებ ტარიელ ფანჩულიძის ოჯახის მეგობარს მარიკა ხვედელიძეს ესაუბრა.

-„მომხდარის შესახებ ჩვენც ახლახან გავიგეთ, შეძრწუებული ვარ მომხდარის გამო, ტარიელის მამა მსახიობია, დედა ჟურნალისტი გახლავთ, უგონო მდგომარეობაში იმყოფება, ვერავინ წარმოიდგენდა რომ, ეს სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა. ძალიან კეთილი, მშრომელი და მოსიყვარულე ბავშვი იყო.“

- შემთხვევის ადგილზე წერილია აღმოჩენილი, თუ გახსნა ოჯახმა წერილი და რა წერია შიგნით?

- ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული, წერილი ჭირისუფალთან არავის მოუტანია, შესაბამისად არ ვიცით რა წერია შიგნით.

- თვითმკვლელობის სავარაუდო მოტივზე თუ საუბრობენ?

- რაღაც ვალებზეა საუბარი, რა ოდენობის ვალზეა საუბარი გამწარებულ დედას ვერ შევეკითხე... გავიგე რომ ვალი ჰქონია.

„ნიუპოსტი“ გარდაცვლილის დას თამუნა ფანჩულიძეს ესაუბრა:

„არაფერი არ ვიცი, ჯერ სახლში არ მოუსვენებიათ ცხედარი, პროზექტურაშია. არც იმ წერილის შინაარსი ვიცი, რაზეც მეკითხებით. რეალობა შემაძრწუნებელია ჩემთვის. 23 წლის ძმა არ მყავს, უნივერსიტეტი დაამთავრა და ჯარში წავიდა დღეს კი ამ საზარელი ამბის შესახებ გვაცნობეს“,- განაცხადა გარდაცვლილის დამ.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით. საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს.

გარდაცვლილი I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის რიგებში მიმდინარე წლის ნოემბრის თვიდან ირიცხებოდა.

გარცავვლილს მამისუეულ სახლში, თერჯოლაში სავარაუდოდ დღეს გადაასვენებენ, მანამდე კი ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.


დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42