მიუხედავად ცოლთან დაშორებისა, მამა შვილს ყოველ უქმე დღეებზე ნახულობდა და სახლში მიჰყავდა. მაგრამ ამჯერად გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. მამის მიერ სახლში მიყვანიდან 1 საათის შემდეგ დედა იღებს ინფორმაციას, რომ მისი გოგონა საავადმყოფოშია და სიკვდილს ებრძვის.
როგორც გაირკვა, მამასთან მარტო დარჩენის შემდეგ ბავშვმა ტირილი დაიწყო. მამამ, უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა და მას მთელი ძალით ნჯღრევა დაუწყო. შედეგად შაინიმ არამარტო ტირილი, არამედ სუნთქვაც კი შეწყვიტა.
საბედნიეროდ, შეშინებულმა მამამ სასწრაფო დროზე გამოიძახა.
ექიმებმა საშინელი დიაგნოზი დასვეს - გოგონას ქალის ფუძის მოტეხილობა და ფართო სისხლჩაქცევა ჰქონდა ტვინში. ექიმებმა იგი ვერტმფრენით სპეციალურ კლინიკაში გადაიყვანეს.

გოგონას სიცოცხლის გადარჩენისთვის ექიმებმა თავის ქალის ტრეპანაცია გააკეთეს, რათა ტვინზე სისხლის დაწოლა შეემსუბუქებინათ. ექიმები დედას ფაქტიურად იმედს არ აძლევდნენ, მაგრამ შეინის ძლიერი, მებრძოლი ორგანიზმი აღმოაჩნდა. მან რამდენიმე უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა და ერთი თვის შემდეგ იგი კლინიკიდან გაწერეს. საუბედუროდ, გოგონას ტვინის ორივე ნახევარსფეროს აღუდგენელი ტრამვა აქვს და ჩვეულებრივ ცხოვრებას ის ვერასდროს დაუბრუნდება.
„დღემდე არ მჯერა, რომ ადამიანი რომელიც იყო ჩემი კლასელი, ჩემი პირველი სიყვარული, რომელთან ერთადაც ვცხოვრობდი ასეთ რამეს გაუკეთებდა შვილს“ - აცხადებს დედა ემი ოუენსბი.
28 წლის ჯეიმს დევისს, რომელმაც ყველაფერი აღიარა, გოგონას გარდაცვალების შემთხვევაში 20 წლის გატარება მოუწევდა ციხეში, მაგრამ რადგან შეინი გადარჩა, მას მხოლოდ 10 წელი მიუსაჯეს.
შეინი ახლა 3 წლისაა. მისი მკურნალობა ჯერაც არ დასრულებულა. ექიმები ვარაუდობენ, რომ იგი ვერასდროს იხმარს მარჯვენა ხელს და ფეხს. თუმცა, მისი ოპტიმიზმი და ის, რომ იგი ცოცხალია, დედამისს სიცოცხლის სტიმულს აძლევს.
მასალის გამოყენების პირობები






