ვის დასახმარებლად გაკეთდა ზღვაში ცოცხალი ჯაჭვი?!
შემთხვევა - 18:23, 03 Aug, 2015     17299
დღეს, სხვადასხვა სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მაშველებმა 13 წლის გოგონა გადაარჩინეს, თავად კი დახმარება დასჭირდათ, კატეგორილად უარყვეს როგორც სამაშველო სამსახურში, ასევე ურეკის გამგებლის წარმომადგენელმა - დავით რობაქიძემ.

გურიის სამაშველო სამსახურის უფროსის ბესო ჩხაიძის განცხადებით, გოგონას გადარჩენის სამაშველო ოპორაციისას მაშველებს საფრთხე არ შექმნიათ.

"არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, იმის თაობაზე, თითქოს მაშველებს დახმარება დასჭირდათ. 13 წლის გოგონას გადარჩენა მოვახერხეთ, მაგრამ ამით არც ერთ მაშველს საფრთხე არ შექმნია. ბოლო ორი დღის განმავლობაში რამდენიმე სამაშველო ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო, რადგან დამსვენებლებს არ ესმით, რომ ზღვაში, სიღრმეში არ უნდა შეცურონ. ხშირად რამდენიმე ოპერაციის ჩატარება ერთდროულად ხდება საჭირო. ამიტომ, დამსვენებლებმა, გადაწყვიტეს ჩაერთონ ამ ოპერაციებში და ეს მოხდა დღესაც. როცა ბავშვი იხრჩობოდა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს."

დავით რობაქიძე, გამგებლის წარმომადგენელი ურეკში:

"სააგენტოებმა არასწორად გააშუქეს ინფორმაცია. ისინი წერდნენ, რომ მაშველები იხრჩობოდნენ და მათ დასჭირდათ დახმარება, რაც ტყუილია და ასე არ ყოფილა. იყო დიდი დინება, სამაშველო ბაწრის სიგრძე კი საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ მოზარდს მისწვდომოდა, ამიტომ გახდა საჭირო ცოცხალი ჯაჭვის გაკეთება, რადგან ბაწარი დაგრძელებულიყო" - განაცხადა გამგებლის წარმომადგენელიმა.


თეა იოსელიანი - გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42