გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულ მედპერსონალს დღეს, ფოთის საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრი მოინახულებს.
ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ფოთიდან აცნობეს.
მედპერსონალი წუხელსვე ქფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტო კატასტროფა მაშინ მოხდა, როცა მეშვიდე დაშავებული საავამყოფოში გადაჰყავდათ, რა დროსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა პოლიციის პოლიციის პიკაპს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად მეშვიდე დაშავებულიც გარდაიცვალა. სხეულის მძიმე დაზიანება მიიღეს პიკაპში მჯდომმა პოლიციის სამმა თანამშრომელმა, ასევე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებმაც.
სუფსთან, წყალწმინდაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და "მერსედესის" მარკის ავტომანქანა შეეჯახნენ. შემთხვევა დაახლოებით 20:20 წუთზე მოხდა.
შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილი აალდა. შიგ მყოფი 6 მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. მათ შორის ორი მცირეწლოვანი იყო.
როგორც ,,ნიუპოსტის" გურიის საგანგებო სიტუაციასთა სამსახურში განუცხადეს, მეშვიდე დაშავებული საავამყოფოში გადაჰყავდათ, რა დროსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა პოლიციის პიკაპს შეეჯახა, შემთხვევის მეშვიდე დაშავებულიც გარდაიცვალა. დაშავებული არიან თავად ექიმებიც.
როგორც "ნიუპოსტს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები






