როგორც სამაშველო სამსახურიდან გვაცნობეს, მათი ვინაობა კვლავ დგინდება, თუმცა ამ ეტაპზე ცნობილია, რომ გარდაცვლილია ცოლ-ქმარი, შვილები და ორი ოჯახის ახლობელი.
გარდაცვლილთა ნათესავები, ამ დილით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.
სუფსთან, წყალწმინდაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და "მერსედესის" მარკის ავტომანქანა შეეჯახნენ. შემთხვევა დაახლოებით 20:20 წუთზე მოხდა.
შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილი აალდა. შიგ მყოფი 6 მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. მათ შორის ორთი მცირეწლოვანი იყო.
როგორც ,,ნიუპოსტის" გურიის საგანგებო სიტუაციასთა სამსახურში განუცხადეს, მეშვიდე დაშავებული საავამყოფოში გადაჰყავდათ, რა დროსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა პოლიციის პიკაპს შეეჯახა, შემთხვევის მეშვიდე დაშავებულიც გარდაიცვალა. დაშავებული არიან თავად ექიმებიც.
როგორც "ნიუპოსტს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები






