რამდენიმე საათის წინ, სუფსა-წყალწმინდის 50-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ამ დრომდე გადაკეტილია ცენტრალური გზა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები.
შემოვლით გზაზე კი ავტოამნანების სიმრავლის გამო სერიოზული საცობი შე ადგილიდან "გურიის მოამბის" კორესპოდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაახლოებით ასამდე ავტომობილი უკვე ერთი საათია საცობშია მოყოლილი.
ამ დროისთვის კონკრეტულად ვერ გვპასუხობენ, თუ რამდენ ხანში შეიძლება აღდგეს მოძრაობა ცენტრალურ მაგისტრალზე.
დღეს საღამოს 20:20 საათზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად 7 ადამიანია დაღუპული, რამდენიმე კი დაშავებული, მათ შორის პოლიცია და სასწრაფოს ექიმები.
უბედური შემთხვევა მიკროავტობუსისა და მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები






