შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილი აალდა. შიგ მყოფი 6 მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. მათ შორის ორი მცირეწლოვანი იყო.
როგორც ,,ნიუპოსტს" გურიის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს მეშვიდე დაშავებული საავამყოფოში გადაჰყავდათ, რა დროსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა პოლიციის პიკაპს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად მეშვიდე დაშავებულიც გარდაიცვალა. ,,ნიუპოსტის" ინფორმაციით, სხეულის მძიმე დაზიანება მიიღეს პიკაპში მჯდომმა კრიმინალური პოლიციის სამმა თანამშრომელმაც, მათ შორის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებმაც. მომხდარს ადასტურებს შს სამინისტროს პრესსამსახურიც. როგორც "ნიუპოსტს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები






