მათი მტკიცებით, ექიმი ბესიკის ქუჩაზე გამოძახებიდან მხოლოდ 40 წუთში მივიდა პაციენტი კი უკვე გარდაცვლილი იყო. სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრები კი ამბობენ, რომ ისინი გამოძახებაზე იმყოფებოდნენ და უფრო ადრე გურჯაანში მისვლას ვერაფრით შეძლებდნენ.
,,ნახევარ საათში ვერ მოვიდნენ? როგორ შეიძლება, კაცი ცოცხალი იყო. ოთხჯერ მაინც დავრეკე. გვარ-სახელს მეკითხებოდნენ და იქნებ არ ვიცი და უცხოა ვინმე...“ - აცხადებს გარდაცვლილის მეზობელი.
ბრალდებას არ ეთანხმებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეგიონულ ცენტრში. მათი განმარტებით, ისინი გამოძახების ადგილზე იმყოფებოდნენ და უფრო ადრე გურჯაანში მისვლა ვერ მოხერხდებოდა.
"სასწრაფო დახმარების ცენტრში 11:01 საათზე შემოვიდა გამოძახება. ბრიგადა შემთხვევის ადგილზე მივიდა ზუსტად 18 წუთში, 11:19 წუთზე. ეს 18 წუთი არის გონივრული დრო იმისათვის,რომ უახლოესი თავისუფალი ბრიგადა მისულიყო შემთხვევის ადგილზე"- განაცხადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხარისხის მართვის და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






