თბილისში ბრიტანეთის მოქალაქეს თავს დაესხნენ
შემთხვევა - 18:33, 06 Jul, 2015     1954
5 ივლისს, გლდანში ბრიტანეთის მოქალაქეს და ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის ოფიცერს ნესტორ გოგოძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში თავად ნესტორ გოგოძემ გაავრცელა:

"გუშინ ღამე, 2015 წლის 4 ივლის, თბილისში კერძოდ გლადნის მე-4 მიკრო რაიონში ჩემზე განხორციელდა მძიმე ფიზიკური თავდასხმა უცხო პირების მიერ. ვარ რა დიდი ბრიტანეთის მოქალაქე და ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის ოფიცერი, როგორც ჩანს ეს ყოველივე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ ვინმე ხვიჩა სივსივას ჩემთვის მოემართა შემდეგი სიტყვებით, როდესაც პიზიკურ შეურაწყოფას მაყენებდა ის და მისი თანამხლები პირები, ''შე ინგლისელო ჰომოსექსუალო შუბლს გაგიხვრიტავ''. ბუნებრივია არანაირი აგრესილი დამოკიდებულება არ გამაჩნია ლგბდ'ს წარმომადგელებთან, და ვემიჯნები ყოველგვარ ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ დამოკიდებულებას, თუმცა ვარ ტრადიციული ორიენტაციის წარმომადგენელი და ამასთანავე სულით და გულით ქართველი. ამ ყოველივემ ჩემს ღირსებას ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა და არა მარტო ჩემს ღირსებას არამედ ჩემი ოჯახის ღირსებას, რამეთო მყავს ძვირფასი მეუღლე და შვილი. ვარ რა სახელმწიფოებრივი შეგნების ადამიანი, მივმართე საპატრულო პოლიციას, რომელმაც ეს პიროვნება დაკითხვაზე წაიყვანა და მკაცრი გაფრთხილების საფუძველზე გამოუშვა, თუმცა როგორც ირკვევა ეს ადამიანი კვლავ აგრძელებს მუქარის ტონით საუბარს. დიდი იმედით და მოთმინებით დაველოდები იმას, თუ როგორი შეფასება მოყვება ამ ყოველივეს რიგითი ქართველებისგან და ამასთანავე საქართველოს სახელმწიფოსგან. ( ჩემი ქართველობა ამ ეტაპზე მოქალაქეობით არ გამოიხატება, თუმცა ვცდილობ დავდგე იქ სადაც საქართველოს უჭირს, ვცდილობ ჩემი შვილი გავზარდო ისე როგორც ქართველობას შეეფერება, და თუმდაც ის რომ ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის ოფეცერი, ვარ არის სწორედ იმისკენ მიდრეკლი რომ ვემსახურო არა მოხლოდ დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს, არამედ ქართულ იდეას, იდეა რომელიც პირველ რიგში გულისხმობს სიმართლის დაცვას და იდეა რომელიც გულისხმობს სიკეთის კეთებას არა მხოლოდ საკუთარი ოჯახისთვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვის.“- დაწერა ნესტორ გოგოძემ.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - არჩილ თალაკვაძე და აღნიშნა, რომ ფაქტზე პოლიციამ რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა და გამოძიება 125-ე მუხლით დაიწყო:

„წინასწარი ინფორმაციით 2015 წ. 5 ივლისს ქ. თბილისში, გლდანის IV მიკრორაიონში, ნ. გ.-სა (რომელიც ბრიტანეთის მოქალაქეა) და ა.ს.-ს შორის მოხდა კონფლიქტი. კონფლიქტის მონაწილეთა განმარტებით, ერთის მხრივ, ნ.გ.-მ საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგომ მოქალაქეებს, მათ შორის ა.ს.-ს შენიშვნა მისცა ხმაურთან დაკავშირებით და დაემუქრა, ხოლო მეორეს მხრივ, ა.ს.-მ საპასუხოდ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ საქმეზე პოლიციამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და გამოძიებაც დაიწყო სსკ 125 მუხლით!

საქმესთან დაკავშირებით ამ მომენტშიც იკითხებიან მოწმეები, მათ შორის ნ.გ. იმის გამო, რომ ნ.გ. თავის საჯარო განცხადებაში (Facebook-ზე) აღნიშნავს, რომ მის მიმართ კონფლიქტში მონაწილეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ მიმართვებს - გამოძიების პროცესში აუცილებლად დადგინდება არის თუ არა სახეზე დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ემიჯნება ყოველგვარ დისკრიმინაციას. შევახსენებთ საზოგადოებას, რომ შსს-ს დანაყოფების მიერ დისკრიმინაციის პრევენციისა და ამ ნიშნით ჩადენილ სამართალდარღვევებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის, ჯერ კიდევ 2014 წელს გამოიცა სპეციალური დირექტივა, რომლის მიზანიც „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისი მოთხოვნების ეფექტიანი შესრულების უზრუნველყოფაა“ - წერს არჩილ თალაკვაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42