დაუდევრობა საბავშვო ბაღში - სასწავლო პროცესის დროს ,,ქლორის“ გამოყენებამ ბავშვების ინტოქსიკაცია გამოიწვია?
შემთხვევა - 15:47, 20 Jun, 2015     6237
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხავრეთის საბავში ბაღში ინცინდენტი მოხდა, რასაც ორჯერ სასწაფოს და ერთხელ პოლიციის გამოძახება მოჰყვა. ბაღის აღმზრდელსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის დაწყებული შელაპარაკება იმდენად დიდ ხმაურში გადაიზარდა, რომ ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა , დავიტ წულაძემ 4 თანამშრომელს უფლებამოსილება დროებით შეუჩერა.

ფაქტი, რასაც დაპირისპირება მოჰყვა გასული კვირის პარასკევს, დღის 12 საათზე დაიწყო, მას შემდეგ, რაც აღმზრდელმა მადონა ზენაიშვილმა საპირფარეშოში ტოქსიკური სითხე „ქლორი“ მაშინ ჩაასხა, როცა სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა და ბაღის აღსაზრდელები ჯგუფებში იმყოფებოდნენ. როგორც თავად ხსნის, საკანალიზაციო სისტემიდან ამოსული უსიამოვნო სუნის გასაქრობად.

აღმზდელი იმასაც ადასტურებს, რომ რამდენიმე ბავშვს დაახველა, თუმცა ამბობს, რომ ეს ტოქსიკური სითხის საპირფარეშოში ჩასხმას სულაც არ გამოუწვევია, დასძენს იმასაც, რომ სასწრაფო სამეიცინო დახმარება სულ სხვა ჯგუფში მყოფი ბავშვისთვის გამოიძახეს, რრომელმაც თავი შეუძლოდ იგრძნო:

_დილით, 12 საათზე დამლაგებელი გასული იყო, მოვალეობას არულებდა ძიძა თამარ ჩხაიძე, ბავშვები გაყვანილი გვყავდა სუფთა ჰაერზე, ამ დროს ჩვენმა გამგებ, ქალბატონმა დალიმ ჩაატარა შაბათობა და ძიძა და მასწავლებელი გაიყვანა დასალაგებლად, ამ დროს ამოვედით ჯგუფში, ძალიან ცუდი სუნი გამოვარდა საპირფარეშოდან, მე ჩავთავალე საჭიროდ ჩვეულებრივი ქლორი ჩამესხა საპირფარეშოში. იმ დღეს, ჯგუფში, მყავდა 9 ბავშვი. სამ ბავშვს დაახველა, მე ვარ ძალიან ემოციური პატარებთან მიმართებაში, პანიკა ამბის მიტან- მოტანის გამო ატყდა. მომხდარის გამო ცენტრსაც დავურეკე და სიტუაცია ავუხსენი კიდეც. რაც შეეხება ბავშვებს, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ჩემ ჯგუფში ცუდად არავინ გამხდარა, სხვა ბავშვი გახდა ცუდად მეორე ჯგუფში, ქლორის ჩასხმას არანაირი გართულება არ მოჰყოლია, რატომ გინდათ ყველაფერი ამ ფაქტს დაბრალდეს, _ აცხადებს მადონა ზენაიშვილი.

მართალია, ზენაიშვილი ამტკიცებს, რომ ბავშვის ცუდად გახდომა საპირფარეშოში ქლორის ჩახმას არ გამოუწვევია, თუმცა ბაღის მენეჯერი „გურიის მოამბესთან“ საუბარში ნაწილობრივ ადასტურებს, რომ ბავშვმა სისუსტე მას შემდე იგრძნო, რაც საპირფარეშოში ქლორის გამოყენება მოხდა, სხვა დეტალებზე არ უსაუბრია, დაგვიდასტურა მხოლოდ ის, რომ მომხდარის გამო მას უფელბამოსლება შეჩერებული აქვს. რაც შეეხება პოლიციისა და სასწრაფოს მეორედ გამოძახების ფაქტს, მენეჯერმა კომენტარი არ გააკეთა.

_ ბავშვი შუადღის პერიოდში გახდა შეუძლოდ, მოდუნება შეამჩნია პედაგოგმა, დაეწყო ხველა, მშობელმა გადაიყვანა საავადმყოფოში, რაც ენტეროვირუსად ჩაითვალა. ჯერ-ჯერობით კომენტარის გაკეთებისგან თავს ვიკავებ, რაღაც გასარკვევი მაქვს, უფლება-მოვალეობა დროებით შეწყვეტილი მაქვს.

‘გურიის მოამბე” მომხდართან დაკავშირებით ლანჩხუთის რეგიონალურ ჯანდაცვის ცენტრს დაუკავშირდა, გადაუდებელი სადაც თავდაპირველად ბავშვების გადაყვანა მოხდა: ‘მორიგი ექიმი იყო მარინა გოგიჩაიშვილი, რომის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემიძლია გითხრათ, რომ შემოყვანილი იყო 4 ბავშვი, რომელთაც აღენიშებოდათ გარკვეული ჩივილები. ნახსენები იყო ქლორით ინტოქსიკაციაც, თუმა ჩატარებულმა გამოკვლევებმა მკვეთრი ინტოქსიკაცია არ აჩვენ. შემდეგ მშობლების ინიციატივით ბავშვები გადაყვანილ იქნენ ‘მედალფას” კლინიკაში. მე სხვა ინფორმაციას არ ვფლობ-გვითხრა ამბულატორიული დახმარების კურატორმა, ნინო კვირკველიამ.

რაც შეეხება ლანჩხუთის ‘მედალფას” ცენტრს, ქალბატონი, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირით, ცენტრის დირექტორად გაგვეცნო და გვითხრა, რომ გუშინ ცენტრში გადაყვანილი ბავშვებიდან, არც ერთს ქლორით ინტოქსიკაცია არ დაუდგინდა და არც რაიმე სახის დახმარების გაწევას საჭირეობდნენ: „მშობლებმა ბავშვები შემოიყვანეს ჩვენთან, თუმცა არანაირი ჩივილები მათ არ ჰქონდათ. დარეკეთ ჯანდაცვის ცენტრში” –ეს იყო პასუხი ‘მედალფადან” .

მუსერიძესთან ერთად კიდევ სამი თანამშრომლის უფელებამოსილების შეჩერებაზე საუბრობს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წულაძე, რომელიც მენეჯერს ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს, აღმზრდელის მხრიდან კი კომპეტენციის გადამეტებაზე საუბრობს, წულაძე აღნიშნავს იმასაც, რომ მომხდარით შესაძლოა პროკურატურა დაინტერესდეს. არის თუ არა მომხდარში სამართალდამცავების ჩარევს საჭიროება, მას შემდეგ გაირკვევა, რაც ოთხივე თანამშრომლისგან ახსნა-განმარტებას ჩაიბარებს:

_ ორშაბათს ახსნა-განმარტებები გვექნება, თუ საჭირო გახდა, პროკურატურასაც მივმართავთ. კონფლიქტში მონაწილე 4-ვე პირს უფლებამოსილება შეუჩერდა, ესენია: მენეჯერი, რომელსაც ფაქტების დამალვა არ ვაპატიეთ, ანი კერესელიძე, ზენაიშვილი, ქერქაძე და ცინცაძე. აღმზრდელამ ისე, რომ მას ეს არ ევალებოდა, საპირფარეშოში ქლორი ჩაასხა, თუ რატომ, მიზეზები უცნობია.

დავით წულაძე საბავშვო ბაღში პოლიციის და სასწრაფს სამედიცინო სამსახურის ბრიგადის 2-ჯერ გამოძახებას ადასტურებს:

_ ერთ-ერთი პედაგოგი შეუძლოდ გამხდარა, კონფლიქტი დაიწყო მას შემდეგ, რაც აღმზრდელს ადმინისტრაციამ საყვედური უთხრა ქლორის ჩასხმის გამო, საყვედურს აღმზრდელის გაღიზიანება მოჰყვა. ამის შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო ხელმეორედ, _ დასძენს წულაძე.

ის, რომ მომხდარზე გამოძიება არ დაწყებულა, შსს-ს პრესსამსახური ადასტურებს, რაც შეეხენა ადგილზე პოლიციის გამოძახებას, მათი ინფორმაციით, ეს აღნიშნული საბავშვო ბაღიდან დღის განმავლობაში 112-ში ორჯერ განხორციელებულმა ზარმა ავტომატურად გამოიწვია.

ღამდენად დასაშვები იყო სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს ტოქსიკური სითხის გამოყენება და რეალურად, გამოიწვევდა თუ არა მისი ჩასუნთქვა ბავშვებში ალერგიულ პროცესს, მედიკოსები შემდეგს განმარტავენ:

“დაუშვებელიასწავლის პროცესში ქლორის გამოყენება, რომელმაც შესაძლოა ჩასუნთქვის დროს ალერგიული პროცესები გამოწვიოს. ყველა საბავშვო ბაღს აქვს შინაგანაწესი, რომელშიც გარკვევით არის მითითებული ,თუ როდის უნდა მოხდეს მსგავსი სითხეების გამოყენება”.

წყარო: ,,გურიის მოამბე"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42