ერთი ადამიანი დაშავდა, ამ წუთებში, ქალაქ ოზურგეთში, ერისთავის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
როგორც ადგილიდან „ნიუპოსტის“ კორესპონდენტი იტყობინება, ერთმანეთს ლესელიძე-მელექედურის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსი და ველოსიპედისტი შეეჯახნენ.
თვითმხილველთა ინფორმაციით, ველოსიპედით, ბათუმის ქუჩაზე მცხოვრები, ირაკლი გოგუაძე, 9 აპრილის ქუჩიდან ოზურგეთის ბავშვთა საავადმყოფოსაკენ მიემართებოდა (დიალიზის პროგრამის სარგებლობისათვის), ხოლო მიკროავტობუსი, ახალი ბაზრიდან გამგეობის შენობის მიმართულებით მოძრაობდა.
დაშავებული ველოსიპედისტი, რომელსაც სავარაუდოდ მრავალგზისი დაზიანებები და მოტეხილობა აქვს, ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ, ოზურგეთის "მედალფას" კლინიკაში გადაიყვანა.
შეჯახება 9 აპრილისა და ერისთავის ქუჩების შეერთებასთან არსებულ წრიულზე მოხდა.
ადგილზე საპატრულო ეკიპაჟები და კრიმინალისტები იმყოფებიან.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






