"კრინტი არავისთან დაძრათო!" - 22 წლის ბიჭი არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო დააკავეს
შემთხვევა - 11:23, 08 Jun, 2015     13134

არასრულწლოვან გოგონასთან სქესობრივი კავშირის გამო დუშეთში 22 წლის ახალგაზრდა დააკავეს. ამის შესახებ გაზეთი „კვირის პალიტრა“ წერს.

მათი ინფორმაციით, გოგონას, რომელიც დუშეთის საოჯახო ტიპის დაწესებულების ბენეფიციარია, ამავე სოფლის მკვიდრ 22 წლის ახალგაზრდასთან ერთი წლის განმავლობაში ჰქონია სქესობრივი კავშირი. შემთხვევა 23 მაისს, მას შემდეგ გახმაურდა,­ რაც გოგონას ტელეფონში ძმამ ინტიმური შინაარსის გზავნილი წაიკითხა და დას სცემა. გოგონამ სიმართლე ვეღარ დამალა და აღმზრდელებს გზავნილების ადრესატისა და მასთან ურთიერთობის ინტიმური დეტალების შესახებ უამბო. ბრალდებული დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს...

„ამბობენ, რომ ის ბიჭი დუშეთის ბავშვთა სახლში გაიზარდა. სრულწლოვანი რომ გამხდარა, ძმასთან ერთად დუშეთში სახლი უქირავებია და იქ ცხოვრობდა. არასრულწლოვანი გოგონა კი მაღალმთიანი რაიონიდან, მრავალშვილიანი ოჯახიდან ყოფილა. მშობლები დაშორებულან. მამა რამდენიმე წლის წინ გარდასცლია. ამბობენ, გოგონას დედამ ყველა შვილი ბავშვთა სახლებში გაზარდაო. დედას შვილებთან რომ ეცხოვრა, სახელმწიფომ სახლიც უყიდა და პირუტყვიც. მერე შვილები შინ წაუყვანია, მაგრამ რატომღაც ბავშვები ისევ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ აღმოჩნდნენ. გოგონა ერთ-ერთ ძმასთან ერთად­ დუშეთში, საოჯახო ტიპის დაწესებულებაში ცხოვრობდა“ - ამბობს გამოცემასთან საუბრისას ერთ-ერთ ადგილობრივი.

ერთ-ერთი ადგილობრივი ალეკო ჟამუკაშვილი კი ამბობს რომ ამ თემაზე საუბარი აუკრძალეს.

„საიდან იცით? ეს დახურული ინფორმაციაა. აგვიკრძალეს, კრინტი არავისთან დაძრათო. ჩვენ ისეთი ამბები გადავიტანეთ, სიტყვას ვერ დავძრავ. ახსნა-განმარტებები გვაწერინეს...“, - ამბობს ადგილობრივი.


წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42