თბილისის 139-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილია.
როგორც „ნიუპოსტს“ იაშვილის საავადმყოფოს პრესცენტრში განუცხადეს, ერთ-ერთი მოსწავლე, რომელსაც დიაბეტი ჰქონდა, უჰაერობის გამო შეუძლოდ გახდა.
„ამის გამო მოსწავლეებში პანიკა შეიქმნა. შეეშინდათ ალბათ. ორ ბავშვს დილიდან, სკოლაში მისვლამდეც მუცლის ტკივილი აღენიშნებოდათ. თუმცა მათ მოწამვლის ნიშნები არ აღენიშნებათ. ამ დროისთვის მოზარდები კარგად არიან. ჯერჯერობით ისევ საავადმყოფოში იმყოფებიან“, - განაცხადეს იაშვილის კლინიკის პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლაში 8 ბავშვი მოიწამლა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
,,ნიუპოსტისთვის" ცნობილი გახდა, რომ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი მოსწავლე მუცლის არეში ტკივლით იაშვილის კლინიკაში მოათავსეს.
მასალის გამოყენების პირობები






