ჭანიეთის გამგებლის ოჯახი ავტოკატასტროფაში მოყვა. გარდაცვლილია ორი ქალბატონი და ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. ორი ადამიანი კი დაშავებულია.
დაშავებულები და გარდაცვლილები ბათუმის სავადმყოფოებში გადაყავენ.
ამის შესახებ "ნიუპოსტს" ბათუმიდან აცნობეს.
წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანით, რომელიც ავტოკატასტროფაში მოყვა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში გამგებლის წარმომადგენლის, მერაბ ბერაძის ოჯახი მგზავრობდა.
სხვა ინფორმაცია ამ დროისათვის უცნობია.
როგორც "ნიუპოსტს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






