რუსთაველის გამზირზე გამთენიისას მსუბუქი მარკის ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი გახდა ის, რომ მანქანის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა. შეჯახების შედეგად ავტომობილი აალდა.
ადგილზე პატრულირებდა პოლიცია, რომელმაც დროულად შენიშნა აალებული ავტომობილი. პატრულის თანამშრომლებმა ნათია თანიაშილმა და გოგი გურჯიძემ დამატებით სამი ეკიპაჟი გამოიძახეს.
სამართალდამცველების და თბილსერვისის თანამშრომლების იოსებ მამადაშვილის, ბესარიონ ალუღიშვილის და ზურაბ ფალავანდიშვილს დახმარებით აალებული ავტომობილზე ცეცხლის ჩაქრობდა დროულად მოხერხდა.
მძღოლი გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. მას უმნიშვნელო დაზიანებები აღენიშნება.

შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„საპატრულო პოლიციის თანამშრომლები რომ არ ყოფილიყვნენ აუცილებლად აფეთქდებოდა. საბოლოო ჯამში სახანძროს მოსვლამდე თბილსერვისის თანამშრომლებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად ჩააქრეს ცეცხლი. მძღოლს მხოლოდ უმნიშვნელო დაზიანება აქვს“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც სოცქსელში გავრცელდა.
მასალის გამოყენების პირობები






