4 აპრილს რუსეთში, სარატოვის ოლქში, სამართალდამცავებმა დააკავეს 37 წლის სამხედრო მოსამსახურე ალექსანდრე მაკაროვი, რომელმაც 4 ადამიანი, მათ შორის 14 წლის გოგონა, მოკლა.
სამართალდამცავებმა სარატოვის ოლქიოს ქალაქ ბალაშოვის ერთერთ ქუჩაზე დამწვარ ავტომობილში აღმოაჩინეს 14 წლის გოგონას დამწვარი გვამი და მასთან ახლოს ავტომობილის მფლობელის გვამი. ცხელ კვალზე მათ ქალაქის ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში კიდევ 2 ადამიანის გვამი იპოვნეს. გამომძიებლებმა მალევე დააკავეს ეჭვმიტანილიც, რომელმაც დანაშაული აღიარა.
როგორც რუსული მედია იუწყება, მაკაროვმა დიდი ოდენობით ფული წააგო ინტერნეტში ბანქოს თამაშის დროს. თანხის გადახდის მიზნით, მკვლელმა გადაწყვიტა მის მეზობლად მცხოვრები ოფიცრის ქალიშვილის მძევლად აყვანა და მისთვის თანხის გამოძალვა. მას გეგმა ჩაეფუშა და იძულებული გახდა მძევალი - 14 წლის გოგონა მოეკლა. შემდეგ მან მოკლა მისი 46 წლის დედა და 17 წლის ძმა.
მკვლელმა გადაწყვიტა გვამები გადაემალა და გოგონას სხეული ტაქსის მეშვეობით გადაეტანა ფარულ ადგილას, მაგრამ ტაქსის მძღოლმა (დაბ. 1951 წ.) შეამჩნია, თუ რა ტვირთი გადაჰქონდა სამხედრო მოსამსახურეს და მკვლელმა იგიც მოკლა.
მასალის გამოყენების პირობები






