,,კლასში წამოუძახებიათ - აყვანილი ხარო...“ – 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობის დეტალები
შემთხვევა - 22:32, 27 Mar, 2015     19893
სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში 11 ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო. როგორც ცნობილია, ის ძმამ და ბებიამ სახლის მიმდებარე სათავსოში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, სუიციდის მიზეზი შესაძლოა კლასელებთან კონფლიქტი ყოფილიყო. ინფორმაიცია „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება 115-ე, მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სკოლის დირექტორის მოადგილე ქეთევან ბეგიაშვილმა განუცხადა, თანაკლასელებმა ბიჭს უთხრეს, რომ ის ნაშვილები იყო. დირექტორის მოადგილე ადასტურებს, რომ ამან ბავშვი გააღიზიანა, რის შემდეგაც მასწავლებელს დაეთხოვა, სახლში წავიდა და ცოტა ხანში თავი ჩამოიხრჩო.

„რამდენიმე დღის წინ, ერთ–ერთ ბავშვს წამოუძახებია მისთვის – აყვანილი ხარო, არადა ნამდვილად ბიოლოგიური მშობლები არიან ესენი. დღეს, დილითაც ასეთი ინციდენტი მოხდა, მაგრამ დირექტორი ჩაერია და სიტუაცია განმუხტა. თანაკლასელებმა წამოაძახეს, აყვანილი ხარო. როცა ბავშვებს ვკითხეთ, ამას ბავშვს რატომ ეუბნებოდნენ, გვითხრეს, სახლში მშობლები ასე საუბრობენო. მომხდარის შემდეგ, თვითონ ბავშვმა სთხოვა მასწავლებელს, შეიძლება სახლში წავიდეო? მასწავლებელმა ჰკითხა, დედა სახლში იყო თუ არა. არა, დედა სამუშაოდ არის წასული, ბებია სახლშიაო. ბავშვი პირველი გაკვეთილიდან გაუშვა კლასის ხელმძღვანელმა დირექტორის ნებართვით. ერთ–ერთი თანაკლასელი გააყოლა თან. როგორც დედა ამბობს, ბავშვმა დამირეკა და მითხრა, ცოტა ადრე მოვედი სკოლიდან, ყველაფერი კარგად არის, ვიმეცადინებ და ჩემ კლასელებთან ერთად ინგლისურზე წავალო. დედას უთქვამს, კარგიო. მერე რომ გადმოურეკავს, ალბათ, შეამოწმა ბავშვი, ბიჭი აღარ პასუხობდა. მეტი არაფერი ვიცი. ბებია ამბობს, სახლის გვერდზე ვნახეთ გარდაცვლილიო, თავი მოიკლა“, – აღნიშნავს სკოლის დირექტორის მოადგილე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42