ქალაქ ოზურგეთში, ორი ახალგაზრდა, ბაჩანა დუმბაძე და ლაშა ქურასბედიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
ორთავე ახალგაზრდა მრავლობითი ჭრილობებით წელისა და ფეხის არეში, ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს ადასტურებს. გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს.
მედიკოსთა თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სავარაუდოდ თავდასხმა ქალაქის გარეუბანში, ზვანში მოხდა, ზუსტი ადგილი ამ წუთისათვის უცნობია, რადგან დაჭრილები საავადმყოფოში თვითდინებით შევიდნენ,
"ქურასბედიანი დაჭრილია ცეცხლსასროლი იარაღით წელის არეში, დაზიანებული არა აქვს ძვლოვანი ქსოვილი, აქვს ორი გამჭოლი ჭრილობა, დუმბაძე დაჭრილია ასევე ცეცხლსასროლი იარაღით, აქვს გამჭოლი ჭრილობა ფეხში, დაზიანებული არ არის ძვლოვანი ქსოვილი, ამ წუთებში მდგომარეობა სტაბილურია, ახალგაზრდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება."–აცხადებს მორიგე ქირურგი, თამარ ტაბატაძე.
მისივე თქმით, ახალგაზრდების განცხადებით, მათ თავს უცნობი შეიარაღებული პირები დაესხნენ.
თეა იოსელიანი
მასალის გამოყენების პირობები






