ლანჩხუთში რამდენიმე ტაძრის გაქურდვის შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ ძარცვა .ე.წ. ატეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სასაფლოზეც მოხდა.
ამის შესახებ ,,ნიუპოსტს“ ადგილობრივებმა განუცხადეს.
მათი თქმით, საფლავეზე დაზიანებულია ლარნაკები, წაღებულია მარმარილოს ჯვრები და სასანთლეები. მათივე ინფორმაციით, გაქურდულია სასაფლაოს ეზოში მდებარე სალოცავი, საიდანაც ხატები, საეკლესიო ნივთები და შემოწირულობების ყუთია წაღებული.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ა(ა) იპ ლანჩხუთის ,,სერვისცენტრის“ ხელმძღვანელს თენგიზ ჭიჭილეიშვილს დავუკავშირდით, რომელსაც სასაფლოს მოვლა-პატრონობა ევალება. მან აღნიშნული ინფორმაცია დაგვიდასტურა და მომხდარს მასიური ძარცვა უწოდა.
“დიახ, ვიცი ამ ფაქტის შესახებ. ჩვენთანც შემოვიდა სიტყვიერად ეს ინფორმაცია. ჩვენ სამსახურის მოვალეობა, ის რომ გაწმინდოს ბალახი და რომ შიგნით პირუტყვი არ შევიდეს. მეტი ჩვენ რა შეგვიძლია, ღამე რა ხდება ვერ გეტყვით. გვყავს მომვლელი, რომელიც იცავს ტერიტორიას და წმენდს ბალახისაგან, 100 ლარი აქვს მომვლელს ხელფასი და რა უნდა მოსთხოვო ეხლა მას? “ - დასძინა ჭიჭილეიშვილმა.
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები






