აღნიშნული მომენტისთვის, სამება - ნინოწმინდის და ნინოწმინდა - წალკის მიმართულებით მიმავალი მანქანებიდან ყველა ადამიანი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას. ნინოწმინდაში მომზადებულია თავშესაფრები, მომარაგებულია დიზელი და გენერატორები, ასევე პირველადი მოხმარების საგნები, საკვები და გათბობის საშუალებები.
ფასანაური - გუდაურის მიმართულებით შენარჩუნებულია ზვავსაშიშროება.
ხვალ, დღის მეორე ნახევარში, ამინდის გაუმჯობესების შემთხვევაში, გარემოს დაცვის სამინისტრო ფასანაურ - სტეფანწმინდის მონაკვეთის ხელახალ მონიტორინგს განახორციელებს.
ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში უამინდობის გამო შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები განაგრძობენ განსაკუთრებულ რეჟიმში კოორდინირებულ მუშაობას. ადგილზე შეკრებილები არიან შინაგან საქმეთა, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის და ენერგეტიკის სამინისტროების სხვადასხვა დანაყოფების და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები.
მასალის გამოყენების პირობები






