51 წლის ქართველი ქალი იტალიაში ჭაში დამხრჩვალი იპოვეს
შემთხვევა - 17:58, 05 Jan, 2015     5057
იტალიაში, ტოსკანის რეგიონში აღმოჩენილი გარდაცვლილი ქალის ცხედარი შესაძლოა, საქართველოს მოქალაქე ლალი ნამჩევაძეს ეკუთვნოდეს.


ამჟამად ცხედრის იდენტიფიცირების პროცედურები მიმდინარეობს, რის შემდეგაც გაირკვევა, არის თუ არა ის გასულ წელს გაუჩინარებული ნამჩევაძე, რომელიც 2014 წლის 12 თებერვლის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.


2015 წლის 1 იანვარს ქალაქ ფლორენციის პროვინცია სკანდიჩთან ახლოს ერთ-ერთ სოფელში, ხუთი მეტრი სიღრმის ჭაში ქალის გვამი იპოვეს. ვიზუალურად მისი ამოცნობა ვერ მოხერხდა, ამიტომ პოლიციამ სქესისა და სავარაუდო ასაკის მიხედვით, რეგიონში ბოლო პერიოდში გაუჩინარებულ პირთა სიაში დაიწყო ძებნა და საბოლოოდ, გამოძიება ლალი ნამჩევაძეზე შეჩერდა.

გავრცელებული ინფორმაციით ვინაობის საბოლოოდ დაზუსტებისთვის 3 იანვარს დნმ-ის ანალიზიც გაკეთდა, ამასთანავე ქალის პირადი ნივთები შვილმა ამოიცნო.

ახლობლების განცხადებით 51 წლის ქალს გაუჩინარებამდე მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და საქართველოში სურდა დაბრუნება.

საქართველოს საგარეო უწყება ადასტურებს ინფორმაციას იტალიაში საქართველოს მოქალაქის ცხედარის აღმოჩენასთან დაკავშირებით, თუმცა ვინაობის და დეტალების დაკონკრეტება ჯერ-ჯერობით არ ხდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42