ენგურის ხიდიდან გატაცებული შსს-ს თანამშრომლის საქმის დეტალები
შემთხვევა - 22:11, 29 Dec, 2014     2792
საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული განსაკუთრებულ დავალებთა მეორე სამმართველოს უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პაატა თოდუა გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით მას უშუალოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი აწარმოებს.

38 წლის პაატა თოდუა სოფელ რუხში, ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით აფხაზური მილიციის შეიარაღებული პირები ენგურის ხიდზე თითქმის შუამდე იყვნენ გადმოსული, მათ თან ახლდათ რუსი კონტრდაზვერვის თანამშრომელი ალექსანდრე კოლაგინი. სწორედ ამ დროს მოხდა პაატა თოდუას გატაცებაც. გავრცელებული ინფორმაციით არსებობს ორი ვერსია. პირველის თანახმად, პაატა თოდუა მათთან სასაუბროდ იქნა მიწვეული, ხოლო მეორე ვერსიით, თოდუა ოჩამჩირეში მცხოვრებ მამას სოფელ რუხის მხარეს ელოდებოდა, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, მისი იქ ყოფნის შესახებ სეპარატისტებმა შეტყობინება მიიღეს, რაც აფხაზური მილიციის მიერ იქნა დადასტურებული.

თოდუას ოჯახს შვილის გათავისუფლებაში დახმარებას დაპირდნენ განსაკუთრებულ დავალებთა მეორე სამმართველოს უფროსი ბადურ შენგელია და მხარის გუბერნატორი. ოჯახი ამ თემაზე საუბარს თავს არიდებს. როგორც ,,თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლები აცხადებენ, ბადურ შენგელია მხარის გუბერნატორის დეიდაშვილია და სწორედ მათ ამ საქმის გახმაურება და ზედმეტი აჟიოტაჟი არ სურთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42