კიდევ ერთი დაუთოებული მამაკაცი ყაჩაღობის ნიადაგზე - მცხეთის რაიონის, სოფელ ქსოვრისში მცხოვრები ჯ.ნ.-ს ოჯახში ოთხი ნიღბიანი პირი შეიჭრა. შემთხვევა კვირა საღამოს მოხდა. თავდამსხმელები ფულის გამოძალვის მიზნით სასტიკად გაუსწორდნენ შუა ხნის მამაკაცს, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობს. მამაკაცმა მათ 100 ლარის ოდენობით თანხა მისცა, თუმცა ამით არ დაკმაყოფილდნენ და მამაკაცის დაუთოვება დაიწყეს. ამის შემდეგ ჯ.ნ.-მ მათ 1000 ლარი მისცა.
ამ დრომდე დაზარალებული მცხეთის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცი საავადმყოფოში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მამაკაცის გაუთოვების ფაქტს არ ადასტურებენ.
როგორც „ნიუპოსტს“ უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






