ვარკეთილში მოკლული 19 წლის დათო ხარაზიშვილის ნათესავები აცხადებენ, რომ ბიჭი შეყვარებულმა მოტყუებით გაიყვანა სახლიდან, რის შემდეგაც, გოგონას ბიძამ და ბაბუამ ის მანქანაში მოკლეს.
„ბავშვი მოტყუებით გამოიყვანა გოგონამ სახლიდან. ჩასხდნენ მანქანაში. ამის შემდეგ, გოგონას ბაბუამ და ბიძამ მანქანას დაარტყეს. გააჩერეს მანქანა. თავიანთი გოგო მანქანიდან გადმოიყვანეს, თავად ჩასხდნენ მანქანაში და დათო დაჭრეს.
ყველაფერი იყო დაგეგმილი და წინასწარ გათვლილი. ბავშვი სისხლისგან დაიცალა. ამაზე მეტი სისასტიკე რა უნდა მოხდეს?“ - განაცხადა „ინფო 9“-სთან საუბრისას გარდაცვლილის დეიდამ ეკა ხარაზიშვილმა.
ვარკეთილში 19 წლის ბიჭი შურისძიების ნიადაგზე მოკლეს. შემთხვევა 15 დეკემბერს გვიან თამით მოხდა.
დავით ხარაზიშვილს ჭრილობები ზურგის არეში ცივი იარაღით შეყვარებულის, 15 წლის გოგონას ახლობლებმა მიაყენეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
წყარო: Info9
მასალის გამოყენების პირობები






