ოზურგეთი-ლანჩხუთის ავტომაგისტრალის სილაურის მონაკვეთზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი სასულიერო პირი.
შემთხვევა ორი დღის წინ, 7 დეკემბერს საღამოს საათებში მოხდა, როცა ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა, რომლითაც სასულიერო პირები გადაადგილდებოდნენ, ჯუმათის მონასტრიდან ქუთაისის მიმართულებით მოძრაობდა. გზაში კი საპირისპიროდ მოძრავ მსუბუქ ატომანქანას შეეჯახა. ავარიის შედეგად ოთხივე დაშავებული ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
როგორც საავადმყოფოდან თვითმხილველბმა გვაცნობეს, დაშავებულები ცენტრში არაფხიზელ მდგომარეობაში მიიყვანეს.
ამ დროისთვის სამი მათგანი ბინაზე მკურნალობას განაგრძობს, ერთ-ერთი დაშავებული კი რეფერალურმა სამსახურმა მარჯვენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობით იმ დღესვე გადაიყვანა ქუთაისის სამედიცინო ცენტრში.
"შემოიყვანეს ოთხი დაშავებული, ორი იყო სასულიერო პირი, თუ არ ვცდები ბერი, რომლებიც ქუთაისელები არიან, იმ დღეს ჯუმათის ეკლესიიდან ბრუნდებოდნენ. ერთ-ერთ მამაოს მარცხენა მხარის ტრამვა ჰქონდა, მეორეს თითების მოტეხილობა და პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ გაეწერნენ ბინაზე სამკურნალოდ. დანარჩენი ორიდან, ერთს გულ-მკერდის დაჟეჟილობა აღენიშნებოდა, მეორეს მარჯვენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, რომელიც ქუთაისში გადაიყვანეს".
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმყოფებოდნენ თუ არა დაზარალებულები არაფხიზელ მდგომარეობაში, სკამკოჩაიშვილი გვპასუხობს: 'არ ვიცი, აქ არ უყვირიათ და არაადექვატურად არ მოქცეულან, ვერაფერს გეტყვით. უბრალოდ სამედიცინო საჭიროების შესაბამისად აქ გაუკეთდათ ნარკოტიკი".
სამედიცინო ცენტრის დირექტორი დავით მდინარაძე ამბობს, რომ ავტოავარიის შედეგად დაშავებული ოთხი პირი ცენტრში 7 დეკემბერს 22 საათსა და 25 წუთზე მიიყვანეს. ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც".
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ ინციდენტთნ დაკავშირებით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილითაა აღძრული, რაც სატრანსპორტო საშუალებების მოძრაბის წესის დარღვევას, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებით ითვალისწინებს.
თეა იოსელიანი გურია
მასალის გამოყენების პირობები






