ტრაგედია გორში - წლინახევრის ბავშვი ექმებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ
შემთხვევა - 23:01, 08 Dec, 2014     16755
გორის საავადმყოფოში მიყვანილი წლინახევრის ბავშვი ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ. საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის პაატა ხარაბაძის განცხადებით, მცირეწლოვანი ბავშვი, ტრაქეაში საკვების ნარჩენის მოხვედრის შედეგად, გარდაიცვალა. ბავშვს სასულე მილში ვაშლის ნაჭერი გადასცდა.

,,სამწუხაროდ, ამ არაჩვეულებრივ ოჯახს ტრაგედია ვერ ავუცილეთ თავიდან. ბავშვს საკვები გადასცდა. მიუხედავად იმისა, რომ დაგვიანებული იყო ჩვენთან მოყვანა, ჩვენი ექიმი მაინც ჩაერია, მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა. მასთან მხოლოდ ბებია ყოფილა სახლში. ეს მოხდა გასულ კვირას" - განუცხადა Qartli.gE-ს საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ.

კომპანია ,,ავერის" ცნობით, მსოფლიოში საკვებს გადაყოლილთა რიცხვი ყოველწლიურად 3000-ს აჭარბებს. ამიტომ გარკვეულ რჩევებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს:

,,ცნობილი ქირურგის ჰაიმლიხის მანევრის გამოყენება მაშინ არის მიზანშეწონილი, როცა დაზარალებული უკვე პანიკაშია. თუ ახველებს და საუბარიც ჯერ კიდევ შეუძლია, ნუ ჩაერევით, აცადეთ, სასულე თავად გაისუფთავოს.

გააფრთხილეთ მსხვერპლი, რომ დახმარებას აპირებთ, ზურგიდან ამოუდექით (ეს მაშინ, თუ გონება ჯერ კიდევ არ დაუკარგავს და ზის ან დგას) და წელზე ხელები შემოაჭდეთ. ცალი ხელით მუშტი შეკარით და ჭიპის ოდნავ ზემოთ მიადეთ, ისე, რომ ცერი მისი სხეულისკენ იყოს მიმართული. მეორე ხელი საკუთარ მუშტს დააფარეთ და ორივე ხელით რამდენიმეჯერ სწრაფად უბიძგეთ შიგნით და ზემოთ. ასეთი მანევრის ჩატარება მანამდე მოგიწევთ, სანამ მსხვერპლი მყუდროების დამრღვევს არ გადმოაგდებს ანდა გონებას არ დაკარგავს.

ჩვილებში ჰაიმლიხის მანევრის ჩატარება სარისკოა. ამ დროს საკმაოდ დიდი წნევა ვითარდება, ამან კი შეიძლება პაწაწუნა ელენთა ან ღვიძლი გახეთქოს. აქ სხვაგვარი ტექნიკა დაგჭირდებათ: ხელი მუხლზე დაიდეთ და ზედ ჩვილი პირაღმა გადაიწვინეთ, თავს კი მტევანი შეაშველეთ. ბეჭებზე რამდენიმეჯერ დაჰკარით მტევნის კიდე, სანამ უცხო სხეულს უკან არ ამოაგდებს.

თუ დაშავებულმა გონება დაკარგა, იატაკზე დააწვინეთ და გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარეთ – გულმკერდზე ზეწოლამ უცხო სხეული შეიძლება ამოაგდოს. თან მშველელს მოუხმეთ. შეგახსენებთ: სულ რამდენიმე წუთი გაქვთ, ვიდრე უჟანგბადობა ტვინს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. ასე რომ, რაც უფრო მალე აღმოჩნდება დაზარალებული პროფესიონალების ხელში, მით უკეთესი."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42