,,ისე მოვკვდებით, კაცი პატრონი არ გვეყოლება“ - ღია ცის ქვეშ ,,თუ“-ს იმედად დარჩენილი ოჯახი
შემთხვევა - 18:53, 04 Dec, 2014     1627

გუშინ მომხდარი ხანძრის შედეგად დოლიძეების რვასულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში მცხოვრები ვაჟა დოლიძის ორსართულიანი სახლი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა. ოჯახის წევრებმა ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლეს. დაზარალებულები და მეზობლები მიღებულ შედეგს სახანძრო სამსახურის დაგვიანებას აბრალებენ.

"ნიუპოსტი" სიტუაციის ადგილზე გარკვევას შეეცადა. გთვაზობთ დოლიძეების ოჯახის, მათი მეზობლების, მუნიციპალიტეტის გამგეობის და ოზურგეთის სახანძრო სამსახურის კომენტარებს, მომხდარის და არსებული ვითარების შესახებ.

„ერთი საათი დააგვიანდა სახანძროს, მერე სანამ აღმართში ამოვიდა, წყალი იღვრებოდა მანქანიდან, სანამ ადგილზე მოვიდნენ მთელი სახლი ცეცხლში იყო გახვეული. წყალი აღარ ეყოთ, ერთი მოასხურეს სახლს და მორჩა.. არ შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს და ერთი ნორმალური მანქანა გვეღირსოს”? –ამბობენ მეზობლები.

დოლიძეებს სამი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ, ახლა ოჯახის რვა წევრი მეზობლების იმედად არიან დარჩენილები, ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დახმარებას შეპირდა, თუმცა ზუსტ დროს, როდის შეძლებენ მათთვის დაპირებული სამშენებლო მასალის მიწოდებას, ვერ ასახელებენ.

„იყვნენ გუშინ მოსულები გამგეობიდან, გვკითხეს თუ გაქვთ სადმე ღამის გათევის საშუალებაო, ავუხსენით, რომ არაფრის საშუალება არ გვქვს, რაც გვქონდა ყველაფერი დაგვეწვა, ტანსაცმელიც კი არ გვაქვს, რაც გვეცვა იმის ამარა ვართ დარჩენილები, დღეს რამეს გავახერხებთო, დაგვიტოვეს სიტყვა და წავიდნენ. 85 წლის მოხუცი გვყავს და სამი მცირეწლოვანი ბავშვი, რა ვქნათ, სად წავიდეთ? ასეთ დროს ხელისფლებას არ უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ დაგვეხმაროს? მოგცემთ სამშენებლო მასალას თუ საშუალებას ვნახავთო, „თუზე” ვიყოთ დამოკიდებულები?”_გვიყვება ნატო დოლიძე.

„სახლში არ ვიყავით,როცა დავბრუნდით, სახლი ფერფლად ქცეული დაგვხვდა და დავრჩით ღია ცის ქვეშ. წუხელ, მე და ჩემი ბავშვები ერთ მეზობელთან ვიყავით, დანარჩენები მეორესთან. არაფერი აღარ დაგვრჩა”-ამბობს ოჯახის რძალი ნატო ზაქარაძე.

„გადარეკვაში და ახსნაში ჩაიწვა სახლი. სანამ თბილისმა გაარკვია სად იყო ნაღობილევი, სად ცხოვრობდა ვაჟა დოლიძე, მერე ამათ დაურეკეს, მწყობრიდან გამოსული მანქანით სანამ ესენი ადგილზე მოვიდნენ, დაიფერფლა ყველაფერი. ვინც ოზურგეთში ვცხოვრობთ, რა უნდა ვქნათ ვერ გავიგეთ, სასწრაფო დაგჭირდება და სანამ კაცი არ მოკვდება, მანამ ვერ მოდიან, სახანძროა და მანქანა გზაში იშლება, შევეგუოთ იმას, რომ თუ გაგვიჭირდა, ისე მოვკვდებით, კაცი პატრონი არ გვეყოლება”? - ამბობს მეზობელი

ვაჟა დოლიძე, ოჯახის უფროსი: „გუშინ იყვნენ მოსულები ხელისუფლებიდან, გვითხრეს ხვალ გავახერხებთ რამესო, დღეს ჩავედი და დაგეხმარებით, მაგრამ ჯერ არაფრის საშუალება არ გვაქვსო, ზამთარი მოვიდა და რა ვუყოთ ბავშვებს? სიცივეში ღია ცის ქვეშ ვიყოთ? სად ვიცხოვროთ”?

ოზურგეთის სახანძრო სამსახურში გვეუბნებიან, რომ მათი მხრიდან დაგვიანება არ ყოფილა და ადგილზე დროულად მივიდნენ: „112-დან შეტყობინებას 8-10 წუთის დაგვიანებით ვიღებთ, დაახლოებით ნახევარი საათი გზაში დაგვაგვიანდა, ანუ ის დრო, რაც სოფლამდე მისასვლელად იყო საჭირო. სახლი იყო ხის და ცეცხლი უცებ მოედო ყველაფერს”.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის გამგებელს, მერაბ ჭანუყვაძეს, ის განმარტავს, რომ დოლიძეებისთვის პირველ ეტაპზე სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა თანხა ერთჯერადი დახმარების მიზნით და ოჯახს დაეხმარებას გაუწევენ სამშენებლო მასალითაც, - „გუშინ ვესაუბრეთ ოჯახის წევრებს, გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ღამის გასათევის პრობლემა არ ჰქონდათ. ჩვენი მხრიდან სარეზერვო ფონდიდან გამოვუყოფთ თანხებს ერთჯერადი დახმარებისთვის და დავეხმარებით სამშენებლო მასალითაც” - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას მუნიციპალიტეტის გამგებელმა.



თეა იოსელიანი - გურია






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42