ხანძრის შედეგად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნაღობილევში ორსართულიანი სახლი დაიწვა. შემთხვევისას სახლში მოხუცი ქალბატონი იმყოფებოდა, რომელიც ალმოკიდებული შენობიდან, სახანძრო-სამაშველო სამსახურის მისვლამდე, მეზობლებმა გამოიყვანეს.
როგორც სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა „ნიუპოსტს“ განუცხადეს, ხანძრის გაჩენის მიზეზი საკვამური გახდა.
„მეორე სართული მთლიანად ხის იყო და ცეცხლი სწრაფად მოედო შენობას. სანამ ჩვენ ადგილზე მივედით, სახლი მთლიანად დამწვარი დაგხვდა. ოჯახის წევრები მანდარინის საკრეფად იყვნენ გასულები და სახლში მხოლოდ მოხუცი ქალბატონი იყო, რომლის გამოყვანაც მეზობლებმა შეძლეს".
როგორც ცნობილია, ადგილობრივი გამგეობა, დაზარალებულ ოჯახს დახმარებას დაპირდა. მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის განცხადებით, მისი უწყების ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან და ზარალს ითვლიან.
„ჩემი წარმომადგენლები შეისწავლიან სიტუაციას. ზარალის დათვლის შემდეგ კი დოლიძეების ოჯახს შეძლებისდაგვარად დავეხმარებით," - განაცხადა, "ნიუპოსტთან" მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები






