სასწრაფოს დაგვიანების გამო მამაკაცი გარდაიცვალა
შემთხვევა - 16:32, 21 Nov, 2014     2639

გურიაში, სოფელ დვაბზუში მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა. თვითმხილველების განცხადებით, შეუძლოდ მყოფ ზურაბ მგელაძისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. თუმცა, მათივე თქმით, სასწრაფომ დაიგვიანა, მამაკაცი კი სწორედ ამ მიზეზის გამო გარდაიცვალა.

სოფლის მოსახლეობა მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს. მათი განმარტებით, ჯანდაცვის სისტემაში გატარებული რეფორმის შედეგად, ოზურგეთს და მის 28 სოფელს მხოლოდ 2 სასწრაფო სამედიცინო მანქანა ემსახურება.

„ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, სასწრაფო დახმარების ხელმძღვანელი, ნანა გოლიაძე აცხადებს, რომ დვაბზუში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტი რეგისტრაციაში გატარებული არ არის: „დაუაკშირდით პრესსამსახრს, მე ვერაფერზე გიპასუხებთ, არსად არავის არ დაუგვიანია და არც გარდაცვალება ფიქსირდება“, - აცხადებს გოლიაძე.

„ნიუპოსტის“ კორესპონდენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელსაც დაუკავშირდა, რომელმაც მომხდარზე დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა:

„112-ზე გამოძახება დაფიქსირდა 17 საათსა და 02 წუთზე, ერთდროულად იყო ორი გამოძახება, სხვადასხვა სოფლებში. ერთი იყო ჩვილი ბავშვი სოფელ ბოხვაურში და მეორე 56 წლის მამაკაცი სოფელ დვაბზუში, ორივე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. გამოძახებაზე გასული ბრიგადებიდან, პირველი რომელიც გათავისუფლდა, წავიდა ჯერ ბოხვაურში, რათა დახმარება გაეწიათ პატარასთვის. იქ მისულებს ბავშვი საავადმყოფოში უკვე გადაყვანილი დახვდათ, ამიტომ 17 საათსა და 16 წუთზე წამოვიდნენ დვაბზუში, სადაც ბრიგადა 17 საათსა და 35 წუთზე მივიდა, მაგრამ მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ".



თეა იოსელიანი - გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42