გორის რაიონის სოფელ გარეჯვარში ახალგაზრდა მამაკაცმა თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღი ისროლა.
ამ დროისთვის, ის გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
აღნიშნული ინფორმაცია „ნიუპოსტს“ სოფლის რწმუნებულმა დაუდასტურა.
რამაზ ყაყიტაშვილის ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
„ძალიან შეშფოთებული ვარ, მე ამ ბიჭის მშობლებს ვიცნობ. როდესაც ამბის შესახებ გავიგე საავადმყოფოში მივედი. დედამისისგან გავიგე, რომ აპარატზეა შეერთებული და არ იციან გადარჩება თუ არა“, - განაცხადა რამაზ ყაყიტაშვილმა.
„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში ირიცხება.
როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გიორგი ახალკაცი, "ნიუპოსტი", შიდა ქართლი
მასალის გამოყენების პირობები






