ლანჩხუთში, ე.წ. „ატეკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ 'ნიუპოსტს" აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლებმა განუცხადეს. მათი გვამი 15 ნოემბერს იპოვეს. თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი რამდენიმე დღის გარდაცვლილია, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული და სხეულზე მრავლობითი სახის დაზიანებები აღენიშნება.
,,გვეგონა ვიღაცას ეძინა და რომ მიუახლოვდით, გარდაცვლილი იყო. როგორც ჩანს ვიღაცამ მას შეგნებულად ესროლა, რადაგნ ჯიბეში თანხა და ტელეფონი ედო. საწყალს ყური და ცხვირი მოჭმული ქონდა. “_ ამბობენ თვითმხილველები. მათივე განცახდებით მამაკაცი ადგილობრივი მკვიდრი არ გახლავთ.
ადგილობრივების თქმით ადგილზე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
შ.ს.ს სამინისტროში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ, პრესსამსახურის ცნობით, მომხდარზე 115-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. მამაკაცის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები






