,,კასტეტით“ მიყენებული დაზიანებები, დაპირისპირება 53-ე სკოლაში
შემთხვევა - 17:08, 24 Oct, 2014     11479
ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე მდებარე სკოლის მოსწავლეებს შორის ერთკვირიანი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. 53 საჯარო სკოლის მეათე კლასელს, ამავე სკოლის მეცხრე კლასელი, სკოლასთან დახვდა და ე.წ. „კასტეტით“ თავსა და ყელის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა. მოსწავლე უგონო მდგომარეობაში იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა 3 დღის წინ მოხდა. დაზარალებული მოსწავლე სკოლაში არ დადის, რადგან მას ტვინის შერყევა აქვს, თუმცა როგორც თვითმხილველები ამბობენ, სკოლაში ამ დრომდე დადიან გამომძიებლები .

„ნიუპოსტს“ მომხდარის შესახებ, 53-ე სკოლის მოსწავლეების მშობლები დაუკავშირდნენ და მომხდარის შესახებ აცნობეს. მშობლები სკოლის მანდატურს უყურადრებობასა და გულგრილობაში ადანაშაულებენ. „რომ არა მანდატურის უყურადღებობა, ეს შემთხვევა არ მოხდებოდა. მთელი კვირის მანძილზე დაპირისპირება იყო ამ ბავშვებს შორის, მანდატურმა კი ამ პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო. გვეშინია იგივე ჩვენს შვილებსაც არ დაემართოთ, რადგან ჩვენი სკოლის მანდატური სათანადო წესრიგს არ ამყარებს და უყურადღებოდ იქცევა. იმბავშვს ისეთი ტრავმა აქვს მიღებული, სკოლაში დღემდე არ დადის, სამაგიეროდ გამომძიებლები დადიან აქტიურად, “- ამბობს 53-ე სკოლის, ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი და მას ბევრი თანამოაზრე ყავს.

,,ნიუპოსტი" მომხდართან დაკავშირებით 53-ე სკოლის დირექტორს ეკა გახარიას დაუკავშირდა. გახარიამ მოსწავლეებს შორის ხანგრძლივი დაპირისპირება, მანდატურის გულგრილობა და ჩხუბში „კასტეტის“ გამოყენება კატეგორიულად უარყო.

„ეს მოხდა 6 გაკვეთილის შემდეგ, 14:13 საათზე. მეცხრე და მეათე კლასელები არიან. ერთმა მეორეს შეაგინა, ეს აქეთა მხარე იყო, ის იქითა მხარე. უცებ რაღაც წამებში მოხდა. სიტუაცია ძალიან მალე განიმუხტა, ფიზკულტურის და მათემატიკის მასწავლებელბიც იქ იყვნენ. ჩხუბის დროს მუშტი იქნა გამოყენებული და არა კასტეტი ან ფიცარი. ადრე ამ ბავშვებს შორის დაპირისპირება საერთოდ არ ყოფილა, მანდატური უკვე რეაგირებას იძლევა. ბავშვების მიმართ დაწერილი მაქვს სასტიკი საყვედურიც და ოქმიც შედგენილია. მშობლემა ნახეს ერთმაენთი, იმ დღესვე წავიდა დამზარალებელი დაზარალებულთან საავადმყოფოში. ეს კონფლიქტი მთლიანად ამოიწურა და ბავშვები უკვე შერიგდნენ.

შემთხვევითი და აფექტური მდგომარეობა იყო. დაზარალებული მოსწავლე, ამჟამად კარგად არის, იმ დღესვე გამოწერეს, მსუბუქი ფორმის ტვნის შერყევა და ერთკვირიანი წოლითი რეჟიმი აქვს. ჭრილობა არ აქვს, დაეცა და თავის დარტყმისგან აქვს მიღებული ეს ტვინის შერყევა".

,,ნიუპოსტი" ინფორმაციის დაზუსტებას შს სამინისტროში ცდილობს, რომელსაც მიღებისთანავე მივაწოდებთ საზოგადოებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42