მაკა წივწინაძის გადარჩენას ექიმები ცდილობენ. დაჭრილი ლექტორი რესპუბლიკური საავადმყოფოს საოპერაციოში იმყოფება.
კლინიკის პრესამსახურის ინფორმაციით, წივწივაძეს ჭრილობა თავში აქვს მიყენებული. გასროლა კი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელდა.
მაკა წივწივაძე კლინიკაში უგონო მდგომარეობაში, მაგრამ სასიცოცხლო ნიშნებით შეიყვანეს. ექიმები განმარტავენ, რომ დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
კითხვაზე, აღენიშნება თუ არა წივწივაძეს სხეულზე სხვა დაზიანებები, რესპუბლიკურ საავადმყოფოში განმარტავენ, რომ დაშავებულის სხეულის რევიზია ოპერაციის პარალელურად მიმდინარეობს.
დაუზუსტებელი ინფორმაცით, 33 წლის ლექტორი ყოფილმა ქმარმა ლექციიდან გაიყვანა, ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენა და შემდეგ თავი მოიკლა.
მამაკაცის გვამი ამ დრომდე რჩება უნივერსიტეტის შენობაში, მისი გადასვენების როცედურები ჯერ არ მომხდარა.
ირკვევა, რომ ლექტორმა დაცვის თანამშრომლებს ყოფილი ქმრის პირადი მონაცემები მიაწოდა და გააფრთხილა, რომ მცდელობის შემთხვევაში ის შენობაში არ შეეშვათ. უნივერსიტეტის თანამშრომლებიც ამბობენ, რომ მას ყოფილ ქმართან პრობლემები ჰქონდა.
მასალის გამოყენების პირობები






